ელოშვილი სიმონ ალექსის ძე (17.X.1951 სოფ. ახალსოფელი ყვარლის რაიონი), მათემატიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი(ვილნიუსი, 1982). დაამთავრა ახალსოფლის I საშ. სკოლა (1969); თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი(1974); ეკონომ. და სამართ. ინ-ტის ასპირანტურა (1978). იყო: ეკონომ. და სამართ. ინ-ტის უმცრ. მეცნ. თანამშრომელი, (1973-1983); ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1983-1990); თსუ–ის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების ს/კ ლაბორატ. უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1990-2006); თსუ–ის მოწვეული პედაგოგი (2006 -დან).მონაწილეობდა ევროპის მათ. საზ-ბის კონგრესში (სტოკჰოლმი, 2004; ამსტერდამი, 2008); ინტასის( INTAS ) საერთაშ. კონგრესში (ნოვოსიბირსკი, 2006); საერთაშ. კოსმოლოგიური საზ-ბის კონფერენციაში -- სერტიფიცირებული პირველი ადგილი (უკრაინა, პერეიასლავ- ხმელნიცკი, 2005). ევროპის მათ. საზ-ბის (EMS) წევრი; საერთაშ. კოსმოლოგიური საზ-ბის წევრი; საქ. მათ. კავშირის წევრი; საქ. სტატისტიკური ასოციაციის წევრი. სამეცნ. ინტერესების სფერო: ალბათობის თეორია, მათ. სტატისტიკა, თეორიული ფიზიკა, კოსმოლოგია, ფსიქოლოგია.