ელიზბარაშვილი ნოდარ კლიმენტის ძე (28. VII. 1959, ბათუმი), გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2004). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ფიზ. გეოგრაფის სპეციალობით (1982), ასპირანტურა ფიზ. გეოგრ. და გარემოს დაცვის სპეციალობით (1985). დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია (1988), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია (2003). მიენიჭა დოცენტის (1991), შემდეგ კი პროფესორის წოდება (2004). ე. ნ. იყო თსუ-ის კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის ლაბორანტი (1982-1986), მეცნ.-მუშაკი (1986-1989), დოცენტი (1991-დან). მისი ინიციატივითა და ორგანიზებით დაარსდა საქართვ. გეოგრ. კათედრა და იყო მისი ხელმძღვ. (1998-2004). არის თსუ-ის საქართვ. გეოგრ. და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის გამგე (2004-დან), საქართვ. ეკოლ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1999-დან), ალექსანდრე ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრ. საზ.-ის ვიცე-პრეზიდენტი მეცნ. და განათლების დარგში (2008-2016). ე. ნ. არაერთი ორგანიზაციის წევრია: საქართვ. პრეზიდენტთან არსებული განათლების საბჭოს წევრი (2002-2003), საქართვ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული პრეზიდენტის სტიპენდიებზე წარდგინების საბჭოს წევრი (2004-2006), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ეკოლ. უსაფრთხოების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის წევრი (2010-2021), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ეროზიის საწინააღმდეგო სახელმწ. პროგრამის შემდგენელი კომისიის წევრი (2011-2021), საქართვ. საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ექსპერტი (2015-დან), საერთაშ. სამეცნ. და საგანმან. თანამშრომლობის (ხარკოვის და თბილ. სახელმწ. უნ-ტების) კოორდინატორი (2019-დან), თსუ-ის აკადემიური, სამეცნ. და მასწავლებელთა მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელი კომისიის თავ-რე (2020-დან), საქართვ. მთავრობის ადმინისტრაციის მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს წევრი და ექსპერტი ეკოლ. და სივრცითი დაგეგმარების საკითხებში (2021-დან), შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის პროექტების სამეცნ. მონიტორინგსა და ეფექტიანობის შეფასების ექსპერტი (2021-დან), საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (2022-დან), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის მთის პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრი (2023-დან), საქართვ. გეოპარკების ეროვნ. საბჭოს წევრი (2025-დან). ე. ნ. მრავალი საერთაშ. ორგანიზაციის წევრია: მსოფლიო ბანკის სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვ. (2001-2007), მსოფლიო ბანკის განათლების სისტემის რეფორმის ექსპერტი (2003), კავკასიის ბიომრავალფეროვნების დაცვის საბჭოს (CBC, CEPF, WWF Caucasus) წევრი (2008-დან), საერთაშ. გეოგრ. კავშირის (IGU,G12.25) ლანდშაფტური ანალიზისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კომისიის ხელმძღვ. (2010-2020), საპატიო თავ-რე (2021-დან), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) საქართვ. ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური შეფასების (TEEB) განვითარების საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2012-დან), აზიის კულტურული ლანდშაფტის ასოციაციის (ACLA) აღმასრ. კომიტეტის წევრი (2012-დან), შვეიცარიის ეროვნ. სამეცნ. ფონდის: მთის კვლევის ინიციატივა-ექსპერტი (2012-დან), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) საქართვ. ეროვნ. აღმასრ. კომიტეტის წევრი (2012-2015), საერთაშ. სამეცნ. და საგანმან. თანამშრომლობის (ბერნის და თბილ. სახელმწ. უნ-ტების) კოორდინატორი (2016-2020), საერთაშ. ორგანიზაცია: განვითარებისა და მდგრადობის საერთაშ. საზ.-ის (ISDS, იაპონია) ასოც. წევრი (2022-დან). ე. ნ. ეწევა საგამომც.-სარედ. საქმიანობას: თსუ-ის ინტერდისციპლინური სამეცნ. ჟურნ. „საქართველოს გეოგრაფიის“ დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი (2001-დან), სამეცნ. ჟურნ. „კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის“ რედკოლეგიის წევრი (2002-დან), შემდეგ მთავარი რედ.-ის მოადგილე (2023-დან), ინტერდისციპლინარული სამეცნ. კრებ.: „სვანეთის“ სარედ. კოლეგიის წევრი (2008-დან), საერთაშ. სამეცნ. ჟურნ.: „Global Advanced Research Journal of Geography and Regional Planning“ სარედ. კოლეგიის წევრი (2012-დან), ჟურნ. „National Geographical Journal of India“ (NGJI) სარედაქციო კოლეგიის წევრი (2014-დან), თსუ-ის ინტერდისციპლინური სამეცნ. ჟურნ. - „გარემო და საზოგადოების“ სარედ. საბჭოს წევრი (2018-დან) და საბუნებისმეტყველო მეცნ. მიმართულების მთ. რედაქტორი (2018-დან), ინტერდისციპლინური სამეცნ. ჟურნ. „Известия Дагестанского государственного педагогического университета. Естественные и точные науки“ სარედ. საბჭოს წევრი (2018-დან), სამეცნ. ჟურნ.: „Global journal of botanical sciences“-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი (2022-დან), სამეცნ. ჟურნ.: „Scientific Notes of Sumy State Pedagogical University named after A.S.Makarenko. Geographical Sciences" (უკრაინა) საერთაშ. სარედ. საბჭოს საპატიო წევრი (2022-დან), სამეცნ. ჟურნ.: „Journal of Environmental Science and Engineering Technology“-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი (2024-დან). ე. ნ. მონაწილეობდა 50-ზე მეტ სამეცნ. პროექტში ხელმძღვ. და ექსპერტის თანამდებობაზე (მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის განვითარების ფონდი, ავსტრიის განვითარების სააგენტო, აზიის განვითარების ბანკი და სხვ.). გამოქვეყნებული აქვს 330-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 30 უმაღლ. და საშ. სკოლის სახელმძღვანელო, 17 მონოგრაფია, 25 სასწ.-მეთოდური ნაშრომი, 100 სამეცნ. პუბლიკაცია საზღვარგარეთის გამოცემებში. ე. ნ.-ის ხელმძღვანელობით დაცულია 7 სადისერტაციო ნაშრომი. მის მიერ საქართველოში განვითარებულია ახალი მიმართულებები: ინტეგრაციული გეოგრაფია, ლანდშაფტური დაგეგმარება, სამხედრო გეოგრ., გარემოზე ზემოქმედების შეფასების გეოგრ. საფუძვლები, მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება, ლანდშაფტის ეკოლ., სოც.-ეკოლ. სისტემები და სხვ. ე. ნ. დაჯილდოებულია თსუ-ის ოქროს მედლით (2019), გაეროს სერტიფიკატით მდგრად განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2022).
თხზ.: ელიზბარაშვილი, ნ. (2008, 2012). გეოგრაფიის საფუძვლები. სახელმძ. უმაღლ. სასწავლებელების სტუდენტებისათვის. გამომც. უნივერსალი, ISBN 9789941123276; ელიზბარაშვილი, ნ. (2016). გამოყენებითი გეოგრაფიის საფუძვლები. სახელმძ. უმაღლ. სასწავლებლების სტუდენტებისთვის. გამომც. უნივერსალი. ISBN 9789941123671; ელიზბარაშვილი, ნ., (თანაავტორი). (2018). მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება და რესურსების მართვა. სახელმძღ. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. გამომც. დანი, ISBN 9789941956072; ელიზბარაშვილი, ნ. მელაძე, გ. (2021). საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია. სახელმძღ. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. უნ-ტის გამ-ბა., ISBN 9789941491412; ელიზბარაშვილი, ნ., სანდოძე. გ. (2023). გარემოზე ზემოქმედების შეფასება. სახელმძ. უმაღლ. სასწავლებლების სტუდენტებისთვის. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941361401.
ლიტ.:
ბოლაშვილი ნ., გორდეზიანი თ., დავითაია ე., დონაძე ც., ელიზბარაშვილი ნ., ლაღიძე ლ., მაჭავარიანი ლ., მგალობლიშვილი ქ., ნანობაშვილი თ., ნიკოლაიშვილი დ., სალუქვაძე ე., სართანია დ., სეფერთელაძე ზ., ტრაპაიძე ვ. (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.