-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ელიზბარაშვილი მიხეილ საგენტის ძე (03.II.1937 წ. სოფ. კოთელია, ახალქალაქის რაიონი - 27.XI.2020 ქ. თბილისი), მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი (1989), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1988). სოფ. კოთელიის სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1956), სწავლა განაგრძო თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტზე. სტუდენტობის დროს მონაწილეობდა ყაზახეთში ყამირი მიწების ათვისების პროცესში. იყო თსუ-ის ასპირანტი (1969-1972) დრეკადობის მათ. თეორიის სპეციალობით, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ინჟინერ-კონსტრუქტორი (1961-1966), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის თეორ. მექან. კათედრის უფრ. ლაბორ. (1966-1969 ). თსუ-ის უმაღლ. მათ. კათედრის ასისტენტი (1972-1987), საინჟინრო-ეკონომ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1976-1978), თსუ-ის ზოგადი მათემატიკის კათერდის უფრ. მასწავლებელი (1987-1989) და დოცენტი (1989-2006). მუშაობდა საქ. კარლ მარქსის სახ. სახელმწ. რესპ. ბიბლიოთეკის მეთოდურ განყ-ებაში (1990-1993): მეთოდისტად და მთ. ბიბლიოთეკარად. დაჯილდოებულია მედლით ყამირი მიწების ათვისებაში შეტანილი წვლილისათვის (1958 წ.), მინიჭებული აქვს შრომის ვეტერანის წოდება (1990წ.). არის 42 სამეცნ., სამეცნ.-მეთოდური და სასწ.-მეთოდური ნაწრომის ავტორი, რომელთა შორისაა სამი სახელმძღვანელო უმაღლ. მათემატიკაში. გამოცემული აქვს ლექსების კრებ. სახელწოდებით ,,მტკვარს მივყვებოდი გვერდით“.
თხზ.: ელიზბარაშვილი, მ. (2007). მტკვარს მივყვებოდი გვერდით : რჩეული : ლექსები. - თბ., შპს "დარბეგი", ISBN: 9789941021121; ელიზბარაშვილი, მ. (1999). უმაღლესი მათემატიკა ეკონომისტებისათვის: ნაწ.2, უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 5851730692; ელიზბარაშვილი, მ. (1999). უმაღლესი მათემატიკა ეკონომისტებისათვის : ეკონომისტებისათვის : სახელმძღვანელო უნ-ტის ეკონ. სპეც. სტუდენტებისათვის: ნაწ. 1, უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 5851730692.