ელიზბარაშვილი მარიამ ელიზბარის ასული
ელიზბარაშვილი მარიამ ელიზბარის ასული

ელიზბარაშვილი მარიამ ელიზბარის ასული (3.III.1972, თბილ.), გეოგრაფი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი (2004), გეოგრაფიის მეცნ. კანდიდატი (1999). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფიზიკაში,1995).  მუშაობდა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტში ინჟინრის (1995-დან), უფრ. ლაბორანტის, მეცნ. თანამშრომელის, უფრ. მეცნ. თანამშრომელის თანამდებობაზე (2001-დან). იყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტის კლიმატოლოგიის ლაბორ. გამგე (2005-დან), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის გეოგრ. მიმართულების ასისტენტ-პროფესორი (2006-2012). ამჟამად არის ამავე ფაკ-ტის გეოგრ. დეპარტ. საქართვ. გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის ასოცირებული პროფესორი (2012-დან). ე. მ.-ის სამეცნ. კვლევების მიმართულებაა ლანდშაფტების კლიმატოლოგია, კლიმატის ცვლილება და რეგიონული კლიმატური მოდელირება. არის 120-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი,  „საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასსა“ (2012) და „საქართველო კახეთის რეგიონის გეოგრაფიული ატლასში“ (2025) ჩართული რიგი რუკების, აგრეთვე სახელმძღვანელოს „ზღვის ეკოლოგია“ (2009) და 10-ზე მეტი მონოგრაფიის თანაავტორი. ე. მ. მონაწილეობდა 27 საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. პროექტში, მათგან 19 პროექტში იყო ხელმძღვ. ან კოორდინატორი (2008-2025). მათ შორისაა: „კლიმატის ცვლილების პროგნოზირებული ზემოქმედების შეფასება საქართველოში ძალიან მაღალი გარჩევადობის კლიმატური მოდელის გამოყენებით“ (9.III.2020– 9.III.2024),  „რეგიონული კლიმატის მოდელირებისა და შეფასების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ (1.II.2022–31.V.2022), „ცენტრალურ კავკასიონზე მდებარე საზღვრისპირა დასახლებებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების (თბილისი-გუდაური-ლარსი და თბილისი-ჟინვალი-შატილი) კლასიფიკაცია/დარაიონება საშიში ბუნებრივი მოვლენების თვალსაზრისით და მისი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შექმნა“ (14.IX.2021–14. IX.2022). მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. კონფერენციის მუშაობაში და ორგანიზებაში, მათ შორის ევროპული გეომეცნიერების კავშირის (EGU), აშშ გეოფიზიკური კავშირის (AGU) და ICTP-ის თეორიული ფიზიკის საერთაშ. ცენტრის ვორქშოფებში (ტრიესტი, იტალია). ე. მ. ეწევა პედ. მოღვაწეობას თსუ-ის გეოგრ. დეპარტამენტში, კითხულობს სალექციო კურსებს ბაკალავრებისათვის: ლანდშაფტების კლიმატოლოგია, სტატისტიკური მეთოდები გეოგრაფიაში და მაგისტრებისათვის: კლიმატური პროცესების გეოგრაფია და პროგნოზირება. იგი თანამშრომლობს მრავალ საერთაშ. ორგანიზაციასთან და უნ-ტთან. მიწვეული იყო ოქსფორდის უნ-ტში (დიდი ბრიტანეთი, 2004), კალიფორნიის უნ-ტში (ბერკლი, აშშ, 2010), ლუვენის უნ-ტში (ბელგია, 2016), ნანსენის ცენტრში (ნორვეგია, 2018-2019), სოფიის უნ-ტში (ბულგარეთი, 2018, 2019, 2025) და სხვ. ე. მ.-ს მიენიჭა: ახალგაზრდა მეცნ. III ხარისხის (1999) და II ხარისხის (2000) საპრეზიდენტო სტიპენდია, საქართვ. გეოფიზიკური საზ-ბის და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. გეოფიზიკის ინ-ტის ახალგაზრდული პრემია (2003) და მიენიჭა ფულბრაიტის სტიპენდია (აშშ, 2013).

თხზ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 116, ISBN 9992806982; Elizbarashvili, M.; Keggenhoff, I.; King. L. (2010). Recent changes in Georgia's temperature means and extremes: Annual and seasonal trends between 1961 and 2010. IWeather and Climate Extremes, Volume 8, pp.34-45; Elizbarashvili, M.; Keggenhoff, I.; Amiri-Farahani, A.; King, L. (2014). Trends in daily temperature and precipitation extremes over Georgia, 1971- 2010. Weather and Climate Extremes, Volume 4, pp. 75-85; Elizbarashvili, M.; Keggenhoff, I,; King, L. (2015). Heat Wave Events over Georgia Since 1961: Climatology, Changes and Severity. Climate, 3(2), 308-328; Elizbarashvili, M.; Iulian-Horia Holobâcă, Tielidze, L.G.; Kinga, I.; Mircea, Al.; Germain, D.; Sorin Hadrian Petrescu, Olimpiu Traian Pop, Gaprindashvili, G. (2021). Multi-sensor remote sensing to map glacier debris cover in the Greater Caucasus. Georgia, Journal of Glaciology (IF); Elizbarashvili, M.; Amiranashvili, A.; Elizbarashvili, E.; Mikuchadze, G.; Khuntselia, T.; Chikhradze, N. (2024). Comparison of RegCM4.7.1 Simulation with the Station Observation Data of Georgia, 1985-2008. Atmosphere, 15, 369; Elizbarashvili, M,; Beglarashvili, N,; Pipia, M,; Elizbarashvili, E,; Chikhradze, N. (2025). Seasonal Temperature and Precipitation Patterns in Caucasus Landscapes. Atmosphere, 16 (7): 889.