-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ეკონომისტი პუბლიცისტი
ელიზბარაშვილი კლიმენტი საგენტის ძე (23. IV. 1932, სოფ. კოთელია, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი-26. IV. 2004, თბილისი), ეკონომისტი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, სტატისტიკის სპეციალობით (1954), შემდეგ თსუ-ის ასპირანტურა, ეკონ. გეოგრ. სპეციალობით (1957). ე. კ. ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა აჭარის სტატისტ. სამმართველოში (1957-დან), ფინანსთა სამინისტროსა და საოლქო კომიტეტში, საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1968-დან); შემდეგ მუშაობდა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე ჯერ სტატისტიკის (1971-დან), შემდეგ კი პოლიტ. ეკონ. კათედრაზე. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საკოლმეურნეო წარმოების რენტაბელობის ეკონომიურ-სტატისტიკური ანალიზის ზოგიერთი საკითხი“ (1967), მიენიჭა დოცენტის (1974), შემდეგ პროფესორის სამეცნ.-პედ. წოდება (1992). ე. კ.-ს გამოქვეყნებული აქვს 155 სამეცნ. ნაშრომი, რომელთა შორისაა რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო. მისი სამეცნ. ინტერესების სფეროს წარმოადგენდა ეკონ. თეორიებთან, ეკონ. რეფორმებთან და ეკონ. პრაქტიკასთან, საბაზრო ურთიერთობებთან და ოჯახის ბიუჯეტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. ე. კ. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობას. იყო საზ-ება „ცოდნის“ ლექტორი (1975-დან), საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1977-დან), ქართ. ენციკლოპედიის, რამდენიმე ჟურნალის („პარტიული სიტყვა“, საზრისი“) და გაზეთების: „საქართველოს რესპუბლიკა“, „სოფლის ცხოვრება“, „თბილისი“, „სიმართლე“ ეკონ.-ური მიმომხილველი. მას გამოქვეყნებული აქვს 1100-ზე მეტი სამეცნ.-პოპულარული და პუბლიცისტური სტატია: „დროა, ვთქვათ სიმართლე!“ (კომუნისტი, 1995.8 დეკ.); „კრიზისის დაძლევის სიმპტომები“ (რიტმი, 1994, 31 სექტ.); „ოჯახის არსი, ფუნქხია და შემადგენლობა“ (საზრისი, 1991, N 4); „გეგმა თუ ბაზარი“ (სიმართლე, 1993, 8 იანვ.); „ზოგი რამ ჩინურ ეკონომიკაზე“ (საქ. რეს., 1991, 5 ივნ.). ისინი ეძღვნება საქართვ. ეკონომიკის, ეკონ. რეფორმების, უმაღლ. და საშ. განათლების, პედაგოგიკის, დემოგრაფიის, სოფლის მეურნეობის, ოჯახის ბიუჯეტის, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, ცხოვრების დონის, სამართლის, საგარეო კავშირების, ეროვნ. ფასეულობების შენარჩუნების და საქართვ. რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
თხზ.: ელიზბარაშვილი, კ. (1974). ელიზბარაშვილი, კ. (1977). სტატისტიკა ყველასათვის. თბ., საქართველო; ელიზბარაშვილი, კ. (1983). ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტის გაფართოებული კვლავწარმოება. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ელიზბარაშვილი კ. (1984). ეკონომიკური თეორიის საფუძვლები: სახელმძღვანელო. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ელიზბარაშვილი კ. (1979). ოჯახის ბიუჯეტი. თბ., გამომც. საბჭ. საქართველო; ელიზბარაშვილი, კ. (1988). სოციალიზმის ძირითადი ეკონომიკური კანონი და სამეურნეო პრაქტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ელიზბარაშვილი კ. (2004). პუბლიცისტიკა. თბ., უნივერსალი.