ელიზბარაშვილი გიორგი (გოგი) საგენტის ძე
ელიზბარაშვილი გიორგი (გოგი) საგენტის ძე

ელიზბარაშვილი გიორგი (გოგი) საგენტის ძე (25.VIII.1947, კოთელია, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპ. – ), გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1991). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1971). მუშაობდა თსუ-ის მარტყოფის ფიზ.-გეოგრ. სტაციონარზე ლაბორანტად (1969-1987), მეცნ.-თანამშრომლად (1987-დან). შემდეგ ფიზ. გეოგრ. კათედრაზე დოცენტად (1991). კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა საგანში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ვერტიკალური სტრუქტურა (კავკასიის ზოგიერთი ლანდშაფტების მაგალითზე)“ (1984). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები. მათში ასახულია საქართვ. ცალკეული ადმინისტრაციული რაიონების ლანდშაფტების პრობლემები, სამხრეთ საქართვ. ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების პასპორტიზაციისა და დაგეგმარების საკითხები.

თხზ.: ელიზბარაშვილი, გ. (თანაავტორი). (1990). გეოგრაფია (უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთათვის). თბ.; ელიზბარაშვილი, გ. (თანაავტორი). (1990). საქართველოს გეოგრაფია (უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელათვის), თბ.; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 114-115, ISBN 9992806982.