ელიზბარაშვილი ელიზბარ შალვას ძე
ელიზბარაშვილი ელიზბარ შალვას ძე

ელიზბარაშვილი ელიზბარ შალვას ძე (28 XI, 1946, თელავი).  დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1969), გეოგრ. მეცნ. კანდ. (1975), გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1991). ე. ე. მუშაობდა თსუ-ის გეოფიზიკის კათედრაზე (1970-1978); კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში იყო კლიმატოლოგიის ლაბორ. ხელმძღვ. (1978-1992); საქართვ. მეცნ. აკად. ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (1994), კლიმატის მოდელირების ლაბორ. და კლიმატოლოგიის სექტორის გამგე, კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყ-ბის გამგე. ამავდროულად მუშაობდა თსუ-ის  აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს შესწავლის სამეცნ.-კვლ. ლაბორორატორიაში მთ. მეცნიერ-თანამშრომლად და იყო  მუდმივმოქმედ სამეცნ. სემინარის ხელმძღვ. (1996-1997); იყო თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის გეოგრ. მიმართულების ხელმძღვ. (1985-2020) და სრული პროფესორი, სადაც  მისი ინიციატივით შეიქმნა გეოგრ.-ეკოლ. სპეციალობა; იყო ამავე უნ-ტის გეოგრ. კათედრის გამგე (2004-2020); აკად. საბჭოს წევრი (2007-2017); ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2008-2015); ხელმღღვანელობდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს გეოგრ., მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ეკოლ. დარგში. ამჟამად ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტის დირექტორის მოადგილეა (2024-დან). კითხულობდა ლექციებს თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტზე ატმოსფეროს ფიზ. და სინოპტიკურ მეტეოროლოგიაში. ე. ე.-ს გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომი, სახელმძღვანელოები,  სამეცნ. ატლასები და მონოგრაფიები. მის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შესწავლილია მთის ჰავის ჩამოყალიბების მექანიზმის მრავალი საკითხი, გამოვლენილი აქვს საქართვ. კლიმატური, მათ შორის საკურორტო და ენერგეტ. რესურსების თავისებურებანი, გლობალური დათბობის პირობებში კავკასიის კლიმატის ცვლილების ძირითადი ტენდენციები, აკად. ა. გრიგორიევისა და მ. ბუდიკოს გეოგრ. ზონალურობის პერიოდული კანონის საფუძველზე შეფასებული აქვს საქართვ. სტეპური და ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტების გაუდაბნოების ალბათობა, რაც საფუძვლად დაედო ახალი მეცნ. მიმართულების – ლანდშაფტების კლიმატოლოგიის განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა შრომათა ციკლები სტიქიური მეტეოროლ. მოვლენების (გვალვა, წაყინვა, საშიში ნისლი, ელჭექი, სეტყვა, გრიგალური ქარი, გამტარების შემოყინულობა და სხვ.) და ნიადაგების კლიმატური რესურსების (სითბური, ტენის) შესახებ; კვლევის შედეგები დაინერგა საქართვ. კურორტების დაგეგმარებაში, მშენებლობაში და საფუძვლად დაედო კლიმ. რესურსების ამსახველი მასალის მომზადებას ატლასისათვის „საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები„ (მოსკოვი, 1989), რ-საც მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1993). მისი ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით გამოიცა „საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასი" (2011). ე. ე. იყო  დაცული  23 სადისერტაციო ნაშრომის (2 სადოქტორო, 10 საკანდიდატო, 11 აკადემიური დოქტორის) ხელმძღვ.; არის საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1995), აშშ ბიოგრ. ინ-ტის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2003), მსოფლიო ბანკის ექსპერტი ჰიდრომეტეოროლოგიის დარგში (2005), ევროპის გეოსამეცნ. ასოციაციის (EGU) წევრი (2021), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. მუდმივმომქმედი ეკოლ. უსაფრთხოების და ბუნებრივი კატასტროფების სამეცნ. პრობლემების  შემსწავლელი კომისიების წევრი, საერთაშ. ჟურნალის  «European Geographical Studies» მთ. რედ. მოადგილე;  „ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტის შრომების“ კრებ. მთ. რედ. მოადგილე  და საერთაშ. ჟურნ. «Ecology & Safety» (ბულგარეთი) სარედაქციო კოლეგიის  წევრი. მიღებული აქვს  საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექნიკის დარგში ატლასისათვის „საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები“ (1993); ღირსების ორდენი მეცნ. განვითარბაში შეტანილი წვლილისთვის (2003), მიხეილ ნოდიას სახ. აკად. პრემია შრომათა ციკლისათვის „ბუნებრივი საშიშროებები საქართველოში: პარამეტრული კატალოგების შედგენა და კანონზომიერებების გამოკვლევა“ (2025).

თხზ.: ელიზბარაშვილი ე. (1989). საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები: ატლასი. მოსკოვი; Элизбарашвили Э. (თანაავტორი). (2006). Основные проблемы климатологии ландшафтов. Тб.,  ISBN 9992888562; ელიზბარაშვილი ე. (2007). საქართველოს კლიმატური რესურსები. თბ., ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტი, ISBN 9992888571; ელიზბარაშვილი ე. (თანაავტორი). (2009). გლობალური ეკოლოგია : დამხმარე სახელმძღვანელო. თბ., ISBN 9789941015878; ელიზბარაშვილი ე. (თანაავტორი). (2011). საქართველოს კლიმატური და აგროკლიმატური ატლასი  თბ.; Элизбарашвили Э. (თანაავტორი). (2012). Стихийные метеорологические явления на территории Грузии. Тб., ISBN 9789941030871; ელიზბარაშვილი ე. (თანაავტორი). (2013).  საქართველოს კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში. თბ., ISBN 9879941926280; ელიზბარაშვილი ე. (2017). საქართველოს ჰავა. თბ., ISBN 9789941095849;

ლიტ.: ხარაძე კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982; ელიზბარაშვილი ელიზბარ შალვას ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 2. 2012, გვ. 645; ურუშაძე, თ. (თანაავტორი). (2019). ელიზბარ ელიზბარაშილი: სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობის 50 წელი. თბ.