ელიზბარაშვილი ელიზბარ ელიზბარის ძე
ელიზბარაშვილი ელიზბარ ელიზბარის ძე

ელიზბარაშვილი ელიზბარ ელიზბარის ძე  (25. II. 1970, თბილისი), ფილოსოფოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტი წარჩინებით (1991-1996); თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტის ასპირანტურა, ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით (1997-2000). იყო „ლიდერთა სკოლის“ (არასამეწარმეო იურიდ. პირი - „მომავლის ფონდის“ საგანმან. პროექტი) ამერ. სასწ. პროგრამის (Leadership) პრაქტ. მეცადინეობების ტრენერი (2006-2007); ფილოსოფიის დოქტორი (2003). მისი სადისერტაციო ნაშრომია: „ნიცშეს ფილოსოფიის გააზრება სიმულაციის სიბრტყეში“ (2003). ე. ე. იყო ლიტ.-ფილოს. და საზ. ჟურნ. „მეორე არსენალის“ რედ., გამომცემელი (2002); საქართვ. მეცნ. აკად. პოლიტოლოგიის ინ-ტის უფ. მეცნიერ-თანამშრომელი (2003-2006); ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი; გაზ. „ახალი ვერსიის“ პოლიტ. პუბლიც. გვერდის წამყვანი (2003-2004); თანამშრომლობდა ჟურნ. „პრეს-პრემიერთან“ (2004-2005). იყო თელავის იაკობ გოგებაშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის ასისტენტ-პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით (2009-2014); თელავის იაკობ გოგებაშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის რექტორის მრჩეველი (2013-2014); აღმოსავლეთ ევრ. სასწ. უნ-ტის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტზე მოწვეული ლექტორი (2014); თელავის იაკობ გოგებაშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის მიმართულებით (2014-2020); საქართვ. ეროვნ. უნ-ტის (SEU) ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის მიმართულებით (2014-2022); თბილ. თავისუფალი აკად. ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის მიმართულებით (2018-2022); თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის მიმართულებით (2022-დან). ავტორია 60-მდე სამეცნ. სტ. (მათ შორის 20-მდე საერთაშ. ჟურნ.): „სიყვარულის ონტოლოგია და თავისუფლება“ (სემიოტიკა, 2019, N 18); „ფილოსოფიის დაწყება, როგორც ლოგოსის ადამიანის "დაბადება" ისტორიაში“ (ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი, 2023, N 13);  „პლატონის "ატლანტიდა" და XIX-XX საუკუნეების მიჯნის დასავლური ეზოთერიკა“ (ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი, 2024, N 14).

თხზ.: ელიზბარაშვილი, ე. (2005). ნიცშე: „ფილოსოფიის კულისები“ და სიმულაციები. თბ., საქართ. მეცნ. აკად. ISBN: 9994006037; ელიზბარაშვილი, ე. (2009). ქართული სოციალური მანქანა. თბ., უნივერსალი, ISBN: 97899415027; ელიზბარაშვილი, ე. (2014). ლიდერობის პრაქტიკული ფილოსოფია. თბ., რიდერი; ელიზბარაშვილი, ე. (2015). შესავალი პოსტმოდერნიზმში. თბ., რიდერი.