ელიზბარაშვილი არჩილ მიხეილის ძე (02.XI.1980, თბილისი), კომპ. მეცნიერების დოქტორი. წარჩინებით დაამთავრა თბილ. 154-ე საშ. სკოლა (1997). მოსწავლეობის პერიოდში დაამთავრა ქორეოგრ. სტუდიის სრული კურსი (1991) და თბილ. მე-18 სამუსიკო (ხელოვნების) სკოლა, ვიოლინოს სპეციალობით (1994). გაიმარჯვა 49-ე, 50-ე და 51-ე რესპ. სასწ.-შემოქმედებით კონფერენციებზე ფრანგ. ენის სექციაში (1995, 1996, 1997), მიიღო საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1997) და თბილ. მერიის განათლების მთ. სამმართველოს სიგელი (1997). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი სპეციალობით ფიზ. ინფორმატიკა (2001). სტუდენტობისას მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა თსუ-ის სტუდენტთა 59-ე, მე-60, 62-ე კონფერენციებში ფიზიკის სექციაში (1999, 2000, 2002) და სოროსის საერთაშ. საგანმან. პროგრამის სტუდენტთა და ასპირანტთა კონფერენციაზე, მე-2 ხარისხის დიპლომი (2001). მიიღო საფრანგეთის რესპ. განათლების სამინისტროსა და DELF/DALF ეროვნ. კომისიის სერტიფიკატები (2000-2002). გახდა სოროსის ფონდისა და პრეზიდენტის სტიპენდიანტი (1999-2000 და 2001-2002); მუშაობდა თსუ–ის ატომური ფიზიკის ლაბორატორიაში (1999-2001) და ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტში ზეგამტარობის ლაბორატორიაში (2000-2002). მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად თბილ. სენტ-ეგზიუპერის კოლეჯში (2001-2002). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მაგისტრატურა სპეციალობით ფიზ. პროცესების კომპიუტერული მოდელირება (2003); დაიწყო მუშაობა სისტემისა და ქსელის ადმინისტრატორად ფრანგულ-ქართ. ინ–ტში და სტუ–ში (2002); კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარა შემდეგი მიმართულებით: Linux სისტემებისა და ქსელების ადმინისტრაცია ბულგარეთში ადმ. და მართვის ფრანკოფონიის ინ–ტში (2002); საფრანგეთში, უნ–ტში ,,პარიზი 8“ (2003); კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების მიმართულებით ლიბანში სენ–ჟოზეფის სახ. ბეირუთის უნ–ტში (2004); LPI სერტიფიცირების კურსი მოლდოვის ტექ. უნ–ტში, სადაც მოიპოვა საერთაშ. სერტიფიკატები: Linux Professional Institute, LPIC-1 (2005). აირჩიეს სტუ-ის ფრანგულ-ქართ. ინ–ტში თანახელმძღვანელად (2005-2008); იყო სტუდენტთა მწვრთვნელი ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ბათუმში North-Eastern European Regional Contest, Southern-Caucasian Group. თსუ-ში გახდა ქართულ-ფრანგ. კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის კოორდინატორი (2009). ხელმძღვანელობდა თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს (2009-2011); დაინიშნა თსუ–ის IT დეპატ. ტექ. მხარდაჭერის განყ–ბის უფროსად (2013-დან). კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარა შემდეგი მიმართულებით: Grid და კლასტერული სისტემებში CERN (ჟენევა, შვეიცარია, 2011); პროექტების მართვაში, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (ბუქარესტი, რუმინეთი, 2011); კომპიუტერული ქსელებში, უნ–ტი პარიზი 8 (საფრანგეთი, 2013); სკრიპტების ენაში, უნ–ტი პარიზი 8 (საფრანგეთი, 2014), მოლაპარაკების ხელოვნება და ეფექტური პრეზენტაცია, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (თსუ, 2018). კითხულობს ლექციებს (2002–დან). აქვს Linux სისტემებში მუშაობისა და ამ საგნის სწავლების 23 წელზე მეტი ხნის გამოცდილება; Linux სისტემების ლექციების წასაკითხად მიწვეულია სხვადასხვა უნ-ტში როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში - ბულგარეთი, მოლდოვა, სომხეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია, ესპანეთი; პარალელურად ჩატარებული აქვს ადგილ. და საერთაშ. ტრეინინგები Linux და LPI კურსები რ–ც კერძო, ასევე საჯარო სასწ. დასესებულებებში (2006-2025). მოპოვებული და მიღებული აქვს საერთაშ. სერტიფიკატები: Linux Professional Institute, LPIC-1 (2005) და ITIL® Foundation Certificate in IT Service Management (2022); არის „შესავალი GNU/Linux სისტემებში“ წიგნის ავტორი და „ნეირონული ქსელები“ წიგნის თანაავტორი (2007); მიენიჭა კომპ. მეცნიერების დოქტორის აკად. ხარისხი (2026); მისი კვლევები ეხება მანქანური სწავლებისა და ბუნებრივი ენის დამუშავების საკითხებს. ამ მხრივ მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში; არის რამდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მათ შორის: „From Structured Textual Data to Semantic Linked-data for Georgian Verbal Knowledge“ eLex 2023: electronic lexicography in the 21st century, invisible lexicography, Brno, Czechia (2023); „Enhancing Georgian Text Processing: Transliteration Techniques“ (Baltic Journal of Modern Computing, 2024, No. 4, Vol. 12); „Modeling the Complexity of the Georgian Verbal System through Linked Data and Machine Learning’’ (International Workshop on ADVANCEs in ICT Infrastructures and Services, ADVANCE’2025, Sophia-Antipolis, France, 2025). გარდა ამისა, არის Association Kangourou sans Frontières (AKSF) ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც საქართვ. მასშტაბით ატარებს „კენგურუს“ საერთაშ. ოლიმპიადას მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებს შორის (2020-დან).