ელიავა ლიანა (31.VIII.1939, ხობი-09.X.2023). პოეტი, ქართვ. კინორეჟისორი. იყო საქართვ. კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. იგი ლექსებს ბავშვობიდანვე წერდა და შემოქმედებით წრეზე დადიოდა პიონერთა სასახლეში. ე. ლ. - მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1962 ), მოსკ. საკავშირო სახელმწ. კინემატოგრაფიის ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. კერძოდ, მიხეილ რომის სახელოსნო (1969). მან მუშაობა დაიწყო კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟ. (1970). მას თავისი სცენარით გადაღებული აქვს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: „ბზიანეთი“ (1968), „ეპისკოპოსი ნადირობაზე“ (1971), „მშვენიერი კოსტიუმი“ (1973), "ფერმა მთაში" (1974), „სინემა“ (1977), ,,გზის დასაწყისი” (1982) და სხვა. ე. ლ. ავტორია წიგნებისა: "კინო უეკრანოდ" (2011); „სიყვარულის მისტერიები, პროზა, პოეზია“ (2008); „სიზმრად ნანახი ფილმები, კინომოთხრობები“ (2004); „კავკასიური მისტერია, ლექსები“ (1997); „ჩემი სკანდინავია“ და სხვა. მიღებული აქვს ვენეციის საერთაშ. კინოფესტივალის ოქროს მედალი (1979).
ლიტ.: ლიანა ელიავა. საქართველო: ენციკლოპედია. (2012). ტ.2, გვ. 642.