-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი ზოოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
ელიავა ირაკლი იასონის ძე (23.XII.1928, თბილისი-30.XI.2021), ბიოლოგი, ზოოლოგი. დაამთავრა ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახ. უნ-ტის ბიოლოგია-ნიადაგმცოდნეობის ფაკ-ტი, ზოოლოგიის სპეციალობით (1953). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ზოოლოგიის ინ-ტში, ლაბორანტად (1953-1955); იყო უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1955-1958); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1961-1972); ნიადაგის ზოოლოგიის ლაბორ. გამგე (1972-1982); აირჩიეს თსუ-ის ზოოლოგიის კათედრის გამგედ (1982-1988); იყო ბიოლოგიის ფაკ-ტის დეკანი (1987-1989); ზოოლოგიის ინ-ტის დირექტორი (1989-2005); ნემატოლოგიის ლაბორ. ხელმძღვ. (2006-2021). ე. ი.-მ დაიცვა საკანდიდატო: „აღმოსავლეთ საქართველოს კულტურულ ძაღლყურძენასებრთა ნამატოდოფაუნა“ (1962) და სადოქტორო დისერტაცია „დორილაიმიდას რიგის ნემატოდების სისტემატიკა, ფილოგენია და ეკოლოგია“ (1984). იგი 145 სამეცნ. ნაშრომისა და 4 მონოგრაფიის ავტორია: “New Nematode Opailaimus andrassyi n. sp. (Dorylaimida: Opalaimidae) from Georgia” (Bull. Georg. Natl. Acad. Sci, 2009, N 3); “ Psammomermis colchicus sp. n. (Nematoda: Mermithidae) from Kolcheti National Park: (Georgia)” (Bull. Georg. Natl. Acad. Sci, 2011, N 5); „უხილავი მტერი, რომელიც მცენარეებს კოლოსალური მასშტაბით ანადგურებს: საფრთხეები საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის“ (რეზონანსი, 2012, 27 ივნისი, N 171); “Seasonal Fluctuation of Potato Tuber Nematode In Tsalka: (Eastern Georgia)” (ზოოლოგიის ინსტიტუტის შრომები. 2018, ტ. 26); „Taxonomic structure of nematode communities in agroecosystems of Khulo: (Ajara, Georgia)” (In International Biodiverstiy & Ecology Sciences Symposium, 2019). უაღრესად დიდია პროფ. ე.-ი.ს ღვაწლი სამეცნ. კადრების აღზრდაში. იგი იყო მრავალი სადიპლომო, 10 საკანდიდატო და ზოოლოგიის ინ-ტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს ხელმძღ. ე. ი.-ს მიერ შედგენილი და გამოცემულია „მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი“ (2000); მისი რედაქტორობით გამოვიდა ზოოლოგიის ინ-ტის შრომების მე-20, 21 და 22-ე ტომი; პროფ. გ. ნახუცრიშვილთან და პროფ. გ. ქაჯაიასთან ერთად გამოაქვეყნა სახელმძღვანელო „ეკოლოგიის საფუძვლები“ (1992), რ-იც დღემდე ძირითად სახელმძღვანელოდ რჩება ბიოლ. და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1988). მიღებული აქვს პეტრე მელიქიშვილის სახ. პრემია (1985) და ღირსების ორდენი (2000)
თხზ.: Элиава, И. (1982). Определитель свободноживущих нематод семейства Qudsianematidae (Dorylaimida). Тб., Мецниереба; ელიავა, ი. (2014). ეკოლოგიური ლექსიკონი. თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტი, ISBN: 9789941181863; ელიავა, ი. (თანაავტორი). (2015). ზოოლოგიური ლექსიკონი. თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტი, ISBN: 9789941182334.
ლიტ.: ყიფიანი, თ. (2003). წიგნი ღირსებისა: ტ. 5: 2000. თბ., ISBN 9992801972; ირაკლი ელიავა 90 წლისაა. ზოოლოგიის ინ-ტის შრომები, 2018, ტ. 26.