-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ელიაშვილი მერაბ არჩილის ძე (09.X.1945, თბილისი). ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1962). სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ზე (1966-დან). გაიარა ასპირანტურის კურსი ქ. დუბნის ბირთვული კვლევების ინ-ტის თეორ. ფიზიკის ლაბორიაში (1968-1971). თსუ-ში დაიცვა საკანდიდატო: ’’О К(е3) распадах в нарушенной киральной динамике’’ (1973) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ’’კვანტური ველები და სისტემები მოწესრიგებული მდგომარეობით’’ (1997). მუშაობს საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტის თეორ. ფიზიკის განყ-ბაში (1971-დან); იყო ამ განყ-ბის ხელმძღვ. (ბოლო პოზიცია: ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი, მთ. მეცნიერ-თანამშრომელი, 2003-2025); თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის დეპარტამენტში, ნაწილაკების და ველების კათედრის ხელმძღვ. თანამდებობაზე (2009-დან). ე. მ.-ს ეკავა თსუ-ის რექტორის მოადგილის თანამდებობა (2013-2016); იყო ასევე რექტორის მრჩეველი. მისი სამეცნ. ინტერესები ეხება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, დაბალ განზომილებიანი კონდენსირებული სისტემების, მათ. ფიზიკის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. სტატიები რეიტინგულ გამოცემებში. მათ შორის: „On quantum fields and systems with ordered ground state In "“ (Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics", 1996,Vol. 9); „The quantum group, Harper equation and the structure of Bloch eigenstates on a honeycomb latticeGroup structure of Wilson loops in 2D tight-binding models with 2-band and 4-band energy spectra“(J. Phys. A. Math. Theor. 45, 2012); „Group structure of Wilson loops in 2D tight-binding models with 2-band and 4-band energy spectra“ (Int. J. Mod. Phys. B 36, 2022); „Boundary conditions formation of pure spin currents in magnetic field“ (Physica. E 93, 2017); სამეცნ. მივლინებებით იმყოფებოდა სხვადასხვა წამყვან სამეცნ. ცენტრში. წლების განმავლობაში იყო იუნესკოს ევრ. ბიუროსა და საქართ. მეცნ. აკადემიის ერთობლივი პროგრამის ხელმძღვ.; მონაწილეობდა მეცნ. მსოფლიო ფედერციისა და სხვა საერთაშ. პროექტების საქმიანობაში.
თხზ.: (2018). ამოცანათა კრებული კვანტურ მექანიკაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941136870; ელიაშვილი, მ. (რედაქტორი)., (2019). ამოცანათა კრებული არარელატივისტურ დაჯახებათა კვანტურ თეორიაში და რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941138614.