ელერდაშვილი მალხაზ ალექსანდრეს ძე
ელერდაშვილი მალხაზ ალექსანდრეს ძე

ელერდაშვილი მალხაზ ალექსანდრეს ძე (16.XII.1954, თბილ.), რადიოფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი სპეციალობით რადიოფიზიკა. უნ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თსუ-სთან არსებულ ტაბახმელას სამეცნ.-კვლევით ლაბორატორიაში (1977-1979), საქ. ტექ. უნ-ტის ქიმიის და ფიზიკის ფაკ-ებზე (1980-1991); იმყოფებოდა მოსკოვში, ნ. კურნაკოვის სახ. ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინ-ტში (1986-1990). დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ბირთვული მაგნიტური რეზონანსის გამოყენება Co(III) კომპლექსნაერთებში ჩანაცვლებისა და დიასტერეოიზომერიზაციის რეაქციების შესასწავლად სხვადასხვა დონორულ ლიგანდებთან“. მინიჭებული აქვს აკად. დოქტორის წოდება. არის 20-მდე სამეც. სტატიის ავტორი, რ–ც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთულ ჟურნალებში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ძირითადად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1991-დან): ასწავლიდა ჰავაის ამერ. უნ-ტის თბილ. ფილიალში (კალკულუსი, ფინანს. მათემატიკა, სტატისტიკა  -  ინგლისურ ენებზე), ქართულ-ბრიტანულ უნ-ტში (კალკულუსი, სტატისტიკა - ინგლისურ ენებზე) და გ. რობაქიძის სახ. უნ-ტში (კალკულუსი, გამოყენებითი სტატისტიკა - ინგლისურ ენებზე). ამჟამად ასწავლის მათემატიკას და ფიზიკას თბილ.  საჯარო და კერძო სკოლებში, რ–ც ქართულ,  ასევე ინგლისურ ენებზე.