-
ავტორი
- კატეგორიები: ლიტერატურათმცოდნე აღმოსავლეთმცოდნე მთარგმნელი კურსდამთავრებული პოეტი
ელერდაშვილი ალექსანდრე (16.III.1956, თბილისი-23.05.2021). ლიტერატურათმცოდნე, აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი. საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (2017), მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახ. პრემია (2017). ე. ა.-მ დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი სპარს. ენისა და ლიტ-რის განხრთ (1978). მისი პირველი თარგმანები დაიბეჭდა სტუდენტობის პერიოდში "უნივერსიტეტის გაზეთში". იგი თანამშრომლობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მთარგმნელობით კოლეგიასთან. იყო გაზ. "ფანტაზიის" და მასთან არსებული გამომც. მთ. რედ. (1996), მთარგმნელთა კლუბის ხელმძღვ. ე. ა-ს თარგმნილი აქვს არა ერთი პოეტური კრებ., სადაც შესულია რუდაქის, ფირდოუსის, ხაიამის, რუმის, ფრანჩესკო პეტრარკას, უილიამ შექსპირის, ჰაფეზის, საადი შირაზელის და სხვა პოეტთა ლექსები. გამოცემული აქვს უნივერს. ენციკლოპედიური ლექსიკონი (3 ტომად), სპარს.-ქართ. ლექსიკონი, ქართ.-სპარს. სასაუბრო, ქართ.-სომხ. ლექსიკონი, სპარს. ქრესტომათია, პოეტური თარგმანის ანთოლოგია (შესულია 206 პეტის შემოქმედება), ქართვ. პოეტები (ენციკლოპედია, (2021).