ელემენტარული ნაწილაკებისა და კვანტური ველების კათედრა
ელემენტარული ნაწილაკებისა და კვანტური ველების კათედრა

ელემენტარული ნაწილაკებისა და კვანტური ველების კათედრა. კათედრის გამგე პროფ. მ. ელიაშვილი, კათედრის წევრები: ასოცირებული პროფ. მ. გოგბერაშვილი, ასოცირებული პროფ. გ. ციციშივილი, რ. შანიძე, ასისტენტ პროფ. თ. ნადარეიშვილი (2006). სამეცნ. თემები: დაბალგანზომილებიანი კვანტური ველების თეორია; კვანტური ჰოლის ეფექტი, არაკომუტატიური გეომეტრია და კვანტური ჯგუფები დაბალგანზომილებიან მოდელებში, გრავიტაციის მოდელები, ბნელი მატერია და ენერგია, ბარიონული ასიმეტრია, დამატებითი განზომილებების მოდელი, კვანტური მექანიკა (ალტერნატიული ფორმულირება), ბმული მდგომარეობები ველის კვანტურ თეორიაში, ლაპლასის ოპერატორის სინგულარობის ფიზიკური შედეგები, ნუკლონის სპინური სტრუქტურის და სტანდარტული მოდელის ზოგიერთი გაფართოების ექსპერიმენტული შესწავლა ნაწილაკთა კოლაიდერებზე. საერთაშ. ურთიერთობები: სიდნეის, მიუნხენის, მორელიას, კალიფორნიის, ჰელსინიკის, ტოკიოს უნ-ტები, ნიშინას ცენტრი (იაპონია), აბდუს სალამის ტრიესტის თეორ. ფიზიკის საერთაშ. ცენტრი(იტალია), ელემენტარული ნაწილაკების თეორ. ფიზიკის ლაბორატორია ანესში (საფრანგეთი), გერმანიის ნაწილაკების ფიზიკის ეროვნ. სამეცნ. ცენტრი (DESY, ცოიტენი, გერმანია).