ელემენტარული ნაწილაკების კათედრა
ელემენტარული ნაწილაკების კათედრა

ელემენტარული ნაწილაკების კათედრა (1973-2006), ელემენტარული ნაწილაკების კათედრის გამგეები იყვნენ: აკად. რ. სალუქვაძე; აკად. თ. კოპალეიშვილი; აკად. ა. თავხელიძე და პროფ. ი. თევზაძე. მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიასთან ერთად იგი გადაკეთდა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტად (1979). შემდგომში ინ-ტის დირექტორები იყვნენ: აკად. ნ. ამაღლობელი; აკდ. ა. თავხელიძე; პროფ. მ. ნიორაძე; პროფ. მ. ტაბიძე. კათედრაზე კვლევები მიმდინარეობდა სამი მიმართულებით - პირველი მიმართულება იყო: მაღალი და ზემაღალი ენერგიების ლეპტონების, ჰადრონების და იონების ურთიერთქმედებების შესწავლა და მოდელური ანალიზი (ი. თევზაძე, ი. ჩხაიძე, თ. ჯობავა, ნ. ლომიძე); მეორე მიმართულება იყო: თეორიული გამოკვლევები ელ. ნაწილაკების ფიზიკაში, ველის კვანტურ თეორიაში, ატომბირთვისა და შუალედურ ენერგიებზე მიმდინარე პროცესების შესწავლა (ა. თავხელიძე, თ. კოპალეიშვილი, მ. ელიაშვილი, გ. ჯორჯაძე, ა. ლიპარტელიანი, გ. დევიძე) და ბოლოს მესამე მიმართულება იყო: ამაჩქარებლიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების სისტემების, დეტექტორების შექმნა (რ. ქვათაძე, ზ. მოდებაძე, ნ. გრიგალაშვილი). კათედრის თანამშრომელთა მეცნ. მიღწევები აღინიშნა პრემიებით: ა. თავხელიძე - წლის ლენინური (1988) და  სსრკ სახელმწ. პრემიები (1973); თ. კოპალეიშვილი - სსრკ სახელმწ. პრემია (1977), ი. თევზაძე პ. მელიქიშვილის პრემია (1977).