ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი (2007). ბოლონიის პროცესის დაწყებამდე, თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტზე არსებული გამოყენებითი ელექტროდინამიკის ლაბორ. (LAE), რადიოფიზიკის, ნახევარგამტარული ფიზიკის, მყარი სხეულების ფიზიკის და რადიოტექნიკის კათედრების ბაზაზე შეიქმნა ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტ. (2007).  მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართვ. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ იქნა შემოტანილი და დაფუძნებული ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის ხარისხები ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში. დღეისათვის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტ. სტუდენტებს სთავაზობს ABET აკრედიტირებულ საბაკალავრო (პროგრამის ხელმძღვ. პროფესორი გ. ღვედაშვილი), სამაგისტრო (პროგრამის ხელმძღვ. ასოცირებული პროფესორი დ. კაკულია, თანახელმძღვ. შპს EMCoS დირექტორი, ფიზ. მათ. მეცნ. დოქტორი რ. ჯობავა) და სადოქტორო (პროგრამის ხელმძღვ. პროფესორი გ. ღვედაშვილი, თანახელმძღვანელი შპს EMCoS დირექტორი, ფიზ. მათ. მეცნ. დოქტორი რ. ჯობავა) პროგრამებს, რ–ებიც ორიენტირებულია ინოვაციების განვითარებაზე, ისახავს გრძელვადიან მიზნებს და ითვალისწინებს მსოფლიოში წამყვანი სასწ.-სამეცნ. დაწესებულებების ანალოგიურ პროგრამებს (Harvard University, University of Cambridge, MIT - Massachusetts Institute of Technology, University California Berkley, California Institute of Technology, San Diego State University). დღეისათვის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის სასწ. პროგრამები და შესაბამისი სასწ.-სამეცნ. საქმიანობა აქცენტირებულია და პასუხობს ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერთა ინსტიტუტის (IEEE, www.ieee.org) სტრუქტურაში არსებულ 2 მსხვილ და უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, როგორებიცაა:1. ანტენები და ტალღების გავრცელება (Antennas and Propagation); 2. ელექტრომაგნიტური თავსებადობა (Electromagnetic Compatibility). ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის საბაკალავრო პროგრამამ, დარგში და კავკასიის რეგიონში პირველმა, მიიღო საერთაშ. ABET აკრედიტაცია, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ აღნიშნული პროგრამა სრულ შესაბამისობაშია ABET აკრედიტებული ამერიკული და ევროპული უნ–ტების ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამებთან (2019). ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტ. დღეისათვის წარმოდგენილია შესაბამისი სალექციო/სასემინარო ოთახებით/აუდიტორიებით, სასწ.-სამეცნ. ლაბორატორიებით და კომპიუტერული კლასებით თსუ–ის ბიბლიოთეკის, II და XI კორპუსებში. ცალკე აღსანიშნავია თსუ-ის და სან-დიეგოს სახელმწ. უნ–ტის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი უახლესი აპარატურით და პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორიები, მათ შორის: ელექტრონიკის ლაბორატორია / Electronics Laboratory; წრედების ლაბორატორია / Circuits Laboratory; ციფრული კომუნიკაციების ლაბორატორია / Digital Communications Laboratory; საბაკალავრო/სამაგისტრო პროექტების ლაბორატორია / Senior Design (Bachelor/Master Projects) Laboratory; ციფრული სისტემების ლაბორატორია / Digital Systems Laboratory; ანტენების და მიკროტალღების ლაბორატორია / Antennas and Microwaves Laboratory (ლაბორატორია აღჭურვილია პროფესიონალური დონის ანტენის უექოო კამერით, რომელიც მოიცავს 9 გჰც-მდე სიხშირის დიაპაზონს); ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის კომპიუტერული კლასი / Electrical and Electronics Engineering Computer Classroom. ბოლო 7 წლის განმავლობაში, თსუ–ის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის აკად. პერსონალის მიერ განხორციელდა 12 -ზე მეტი საგრანტო პროექტი და გამოქვეყნდა 60-მდე სამეცნ. სტატია საერთაშ. რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში, რ–ებიც ინდექსირებულია: Elsevier (Scopus და Science Direct) Web of Science ბაზებში. დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალმა მკვლევარებთან/მოწვეულ პროფესორებთან ერთად, განახორციელა 40-ზე მეტი საგრანტო/ხელშეკრულების პროექტი, მათ შორის 20-ზე მეტი ეროვნ. და საერთაშ. ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტი. დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) „ATLAC“ ექსპერიმენტის ქართულ ჯგუფთან (ხელმძღვ. დოქ. ირ. მინაშვილი),  დეპარტამენტს აქვს ერთობლივი პროექტები შემდეგ ორგანიზაციებთან: შვეიცარიის ფედერალური ტექნოლ. ინ–ტი (ETH Zurich), Dartmouth College (აშშ), SkyResearch Company (აშშ), Missouri-Rolla University (აშშ), დორტმუნდის ტექ. უნ–ტი (გერმანია), ტრაპზონის ტექ. უნ–ტი (თურქეთი) და JSOL კომპანია (იაპონია). პროექტების განხორციელებაში ჩართული პერსონალი აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტების მონაწილეობას სამეცნ. კვლევით პროექტებში. შედეგად, ბევრი ბაკალავრიატის სტუდენტი სწავლის პერიოდში უკვე დასაქმებულია  და დამთავრების შემდეგ წარმატებით აგრძელებს სწავლას ევროპის  და აშშ-ის უნ–ტებში. დეპარტამენტის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშ. და ადგილობრივ სამეცნ. კონფერენციებში, სამეცნ. სემინარებში; დეპარტამენტის თანამშრომლები და სტუდენტები მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში, ეწევიან სამეცნ. და საგანმანათლებლო საქმიანობას უცხოეთის უნ–ტებსა და სამეცნ. ცენტრებში. დეპარტამენტის ყველა საფეხურის სტუდენტი მონაწილეობს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ–ტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სტუდენტთა სამეცნ. კონფერენციაში. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტ. ამჟამად წარმოდგენილია 6 აკადემიური პერსონალით: 1. პროფესორით, დეპარტამენტის ხელმძღვ. -  გ. ღვედაშვილი, 2  ასოცირებული პროფესორით - დ. კაკულია და ც. გავაშელი,  3 ასისტენტ პროფესორით - ლ. შოშიაშვილი, ზ. შერმადინი და თ. ნოზაძე. გარდა დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის  საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას იღებს 14 მკვლევარი/მოწვეული პროფესორი და ინჟინერი, მათ შორის ადგილობრივი კომპანიის თანამშრომლები, როგორიცაა შპს EMCoS (დირექტორი რ. ჯობავა). მათი ინდუსტრიული გამოცდილება, კვალიფიკაცია და არსებული ცოდნა ხელს უწყობს სტუდენტებს მიიღონ უნიკალური ცოდნა და დარგისათვის მნიშვნელოვანი  პრაქტიკული უნარები. დეპარტამენტის თითქმის ყველა აკადემიური პერსონალი არის IEEE საერთაშ. ორგანიზაციის წევრი, მონაწილეობს ხელმძღვანელის/ძირითადი პერსონალის სტატუსით სხვადასხვა ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტურ, გამოყენებით ან მიზნობრივ კვლევით გრანტებში და შესაბამისი კვლევების შედეგებით ახდენს სასწ. კურსების პერმანენტულ განახლებას. დეპარტამენტის საქმიანობა თვალსაჩინოა, როგორც საერთაშ., ისე ადგილობრივ დონეზე. დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ გ. ღვედაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველოსა და აშშ-ის შორის ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის უმაღლ. განათლების პროექტის ფარგლებში, სან-დიეგოს სახელმწ. უნ–ტი  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ–ტთან თანამშრომლობით ახორციელებდა ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამას (2014–დან). პროექტის ფარგლებში განხორციელდა თსუ-დან ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტ. შერჩეული აკადემიური პერსონალის:გ. ღვედაშვილის, ც. გავაშელის, ზ. შერმადინისა და დ. კაკულიას პერიოდული ვიზიტები სან-დიეგოს სახელმწ.  უნ–ტის პროფესორთა სასწ. პროცესებში ჩართულობის  და სამეცნ. კვლევებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი სამეცნ. კვლევებისთვის თანამშრომლობის მიზნით.  პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულმა აკადემიურმა პერსონალმა  გაიარა ABET სიმპოზიუმების სხვადასხვა ინტენსიური კურსი და დაესწრო სიმპოზიუმებს  აკრედიტაციის მოთხოვნებთან მიმართებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით. თსუ–ის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამამ წარმატებით გაიარა ABET რეაკრედიტაცია და მოიპოვა ABET აკრედიტირებული პროგრამის სტატუსი მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში (2025).