ელექტრონულ გამოთვლითი მანქანების მათემატიკური უზრუნველყოფის კათედრა
ელექტრონულ გამოთვლითი მანქანების მათემატიკური უზრუნველყოფის კათედრა

ელეტრონულ გამოთვლითი მანქანების მათემატიკური უზრუნველყოფის კათედრა. თსუ-ის სტრუქტურული ერთეული (1971- 2006). შეიქმნა აკად. ი. ვეკუას ინიციატივით და გარდაცვალებამდე იყო მისი ხლმძღვ.  (1971-1977),  შენდეგ კათედრის გამგე იყო  პროფ. ჰ. მელაძე (1978-2006). მოგვიანებით კათედრას სახელი შეეცვალა და ეწოდა კომპიუტერების მათ. უზრუნველყოფის კათედრა. კათედრა უზრუნველყოფდა სტუდენტთა და ასპირანტთა მომზადებას სამი სპეციალობით: „გამოთვლითი მათემატიკა“, „მათემატიკური მოდელირება“ და „გამოთვლითი მანქანების, სისტემებისა და ქსელების მათემატიკური და პროგრამული უზრუნველყოფა“. მოგვიანებით კათედრას გამოეყო მათ. მოდელირების კათედრა (2006, გამგე  პროფ. ნ. სხირტლაძე) და ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო დარგებში მათ. მეთოდების გამოყენების კათედრა (1982-2006), -კათედრის გამგე, პროფ. გ. არსენიშვილი (1982-1996) და დოც. ნ. ჯიქია (1996-2006). კათედრასთან ფუნქციონირებდა ორი ფილიალი: ნიკო მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტი (ფილიალის გამგე, დოც. ე. დეკანოსიძე) და სამეცნ.-საწ. გაერთიანება „ალგორითმი“ (ფილიალის გამგე, პროფ. ი. გორგიძე). ამ ფილიალებში სტუდენტები ისმენდნენ ლექციებს, ასრულებდნენ ლაბორატ. და პრაქტ. სამუშაოებს, გადიოდნენ საწარმოო პრაქტიკას. სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „ალგორითმმა" მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ-ტისა და კათედრის კომპიუტერებითა და სხვა ხელსაწყოებით აღჭურვის საქმეში.