ელბაქიძე ნუგზარ
ელბაქიძე ნუგზარ

ელბაქიძე ნუგზარ ვახტანგის ძე (20.XII.1946, ქ. სოხუმი - 25.II.1994), მათემატიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი(1978). დაამთავარა თსუ–ის კიბერნ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი (1969) და მოსკოვის ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1972). დაიცვა დისერტაცია ვილნიუსის სახელმწ. უნ-ტში და მიენიჭა სამეცნ. ხარისხი. იყო საქ. მეცნ. აკად. ეკონომ. და სამართ. ინ-ტის ჯერ უმცრ., შემდგომ უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1973-1983), საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1983-1990), თსუ–ის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების სამეცნ.-კვლევითი ლაბორატ. უფრ. მეცნ. თანამ-შრომელი. მისი ძირითადი ნაშრომები ეხება ალბათობის თეორიას და შემთხვევითი პროცესების ოპტიმალურ მართვას. იყო საქართველოში პირველი ტესტური მათემატიკის ამოცანათა კრებულის თანაავტორი.