-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი დოქტორი
ელბაქიძე ხათუნა ზურაბის ასული (19.III.1977, სოხუმი), მათემატიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის სოხუმის ფილიალის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი (1999) და ასპირანტურა (2000). ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„დიდმასშტაბიანი წრფივი და არაწრფივი ტალღური პროცესების ფიზიკური და მათემატიკური მოდელირება“ და მიენიჭა მეცნ. აკადემ. დოქტორის აკად. ხარისხი (2006). მუშობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში (2001–დან). იყო ინ–ტის უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (2007). მიიღო მონაწილეობა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები:,,მძლავრი გეომაგნიტური შეშფოთებების კოჰერენტული ანალიზი დუშეთის ობსერვატორიის მონაცემებისა და DST ინდექსის მაგალითზე” (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ., 2024, 27(2)); ,,Using of Thermodynamic Indices to Characterize Tornadoes under Climate Change Conditions“ (The Seventh Eurasian Conference RISK-2025: “Risk-Oriented Design and Operation of Infrastructure Systems: Sustainability Paradigm”, Abstract Book, 2025, Baku, Azerbaijan).