-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ლიტერატურათმცოდნე
ელაშვილი ქეთევან ზაზას ასული (3.VI.1959, თბილისი), ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, სიმბოლოლოგი, ესეისტი, ფილოლოგიის დოქტორი (1998). დაამთავრა თსუ–ის ბიოლ. (1981) და ფილოლოგიის ფაკ-ტი (1987). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1990-2009), ფოლკლორის განყ–ების უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2009). თსუ-ის ქართ. ქრისტ. კულტ. და სიტყვიერების ისტორიის კათედრის დოცენტი (1999-2006). საქართვ. შოთა რუსთაველის თეატრ. და კინოს სახელმწ. უნ–ტის, დ. ჯანელიძის სახ. სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის შრომების კრებ. – „ART კვლევები“–ლიტ. რედაქტორი. ე.ქ.–ს „სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედიას“ (თანაავტორი ზ. აბზიანიძე) მიენიჭა „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ახლად დაარსებული პრემია „პარნასი“ – წლის საუკეთესო წიგნისათვის (2007). ქ. ე.-ს ინტერესთა სფერო, ძირითადად მოიცავს სიმბოლოლოგიური კვლევის ფართო სპექტრს ქართ. მწერლობაში – დაწყებული ფოლკლორული არქეტიპებითა თუ ბიბლიური სახისმეტყველებით და დამთავრებული ლიტ. სიმბოლოებით. ასევე ქ.ე. იკვლევს სახისმეტყველების ინტერკულტურულ ფენომენს, რაც ასახულია მის ინტერდისციპლინურ ნაშრომებში.
თხზ.:ელაშვილი, ქ. (2009). სიტყვით თრობა. თბ., ბაკმი, ISBN: 978-99940-27-82-8; ელაშვილი, ქ. (თანაავტორი). (2011–2012). სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია, ტ.1; ტ.2 (მეორე გამოც.). თბ. ბაკმი; ელაშვილი, ქ. (თანაავტორი). (2012). ქართული რომანტიზმი, ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები. თბ., საარი; ელაშვილი, ქ. (2014). ესეისტური სახისმეტყველება. თბ., სვეტი+; ISBN: 978-9941-9367-5-3; ელაშვილი, ქ. (თანაავტორი). (2015). ლიბერალიზმის ეპოქა ქართულ მწერლობაში. თბ., შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ–ტი; ელაშვილი, ქ. (2019). სიტყვის ბედისწერა. თბ., უნივერსალი, 2019. ISBN: 978-9941-26-586-3.