ელაშვილი ალექსანდრე
ელაშვილი ალექსანდრე

ელაშვილი ალექსანდრე (09.VIII.1942, თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა თბილ. 25-ე საშ. სკოლა (1959), ლომონოსოვის სახ. მსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1965), ამავე უნ-ტის მათ. განყ-ბის ალგებრის კათედრის ასპირანტურა (1968). მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის გეომეტრია-ტოპოლოგიის განყ-ბაში (1970-დან), არის ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2018). ლომონოსოვის სახ. მსუ-ის სამეცნ. საბჭოზე (სპეციალიზაცია ალგებრა, ლოგიკა და რიცხვთა თეორია) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “დაუყვანადი წრფივი ჯგუფების ზოგადი მდებარეობის წერტილთა სტაციონარული ქვეალგებრები” (1972).   ე. ა.-ის ხელმძღვ. თსუ-ში მიხეილ მეგრელიშვილის მიერ დაცულ იქნა დისერტაცია თემაზე “Uniformity and topological transformation groups” (1987). ამჟამად მ. მეგრელიშვილი არის სრული პროფესორი ბარ-ილანის უნ-ტში (ისრაელი). ე. ა.-ის კვლევის საგანია ლის ჯგუფები და ალგებრები, წარმოდგენების თეორია და ინვარიანტთა თეორია. მისი დისერტაციის შედეგები გამოყენებულ იქნა როგორც მრავალი მათემატიკოსის, ისევე როგორც თეორიული ფიზიკის სპეციალისტთა მიერ (ციტირებების რაოდენობა 242). მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია მრავალ საერთაშ. აღიარების სამეცნ. ჟურნალებში, აქვს ბევრი ციტირებები და გამოყენებები (1182 ციტირება). ჰქონდა ბევრი მიწვევა საერთაშ. სამეცნ. ცენტრებში მოხსენებათა და ლექციების წასაკითხად, აქვს ერთობლივი სამეცნ. ნაშრომები ევროპელ და ამერიკელ მეცნიერებთან. ე. ა.-ს მიღებული აქვს მრავალი გრანტი როგორც საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდისა, ასევე მსოფლიოს წამყვანი სამეცნ. ფონდებისა INTAS, CRDF.