ექვთიმიშვილი თამაზ აკაკის ძე
ექვთიმიშვილი თამაზ აკაკის ძე

ექვთიმიშვილი თამაზ აკაკის ძე (12. I. 1956 , თბილისი -  28. VIII.  2015) ქართვ.  მწერალი,  დრამატურგი. ე. თ.-მა დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1977). იგი მუშაობდა ქიმიის ინ-ტში. მისი მოთხრ. იბეჭდებოდა გაზ. "ლიტერატურულ საქართველოში", გაზ. "პარნასში", ჟურნ. "მნათობსა" და "ცისკარში". გამოქვეყნდა პირველი მოთხრ. „ამპუტაცია“ (1985), პირველი კრებ. „ჟირაფები ზამთარში“ (1995). იგი ავტორია მოთხრ. კრებ. „მოწმე“ (1999), რომანისა „აქ, იმ ქალაქში“ (2010), ნოველებისა „ერთხელ დავკალი მამალი“, შესულია კრებულში „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“ (2004)] და პიესებისა. საუკეთესო პიესისათვის „პუანტები“ მიენიჭა  ლიტ. პრემია  ,,საბა“  (2011).

თხზ.: (გარდა ტექსტში მოსხენიებულისა): ექვთიმიშვილი, თ. (1995).  ,ჟირაფები ზამთარში: მოთხრობა. თბ., საქიმფორმკინო; ექვთიმიშვილი, თ. (1999). მოწმე:  პროზაული კრებული. თბ., მერანი; ექვთიმიშვილი, თ. (2010). აქ, იმ ქალაქში: რომანი. თბ., მერანი.