-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი კინოსცენარისტი რეჟისორი კურსდამთავრებული
ექვთიმიშვილი ნანა (09.VIII. 1978, თბილისი). ქართვ. მწერალი, კინორეჟისორი და სცენარისტი. იგი სწავლობდა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტზე. დაამთავრა გერმ. კონრად ვოლფის სახ. პოტსდამ-ბაბელსბერგის კინოაკადემია. მისი მოთხრ. პირველად დაიბეჭდა ჟურნ. „არილში“ (1999). ე. ნ.-მ რამდენიმე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმებზე მუშაობის შემდეგ (,,ფატა მორგანა“ - 2007, ,,დაკარგული ხმელეთი“ - 2008, ,,დედა“ - 2011), რეჟ. სიმონ გროსთან ერთად გადაიღო ფილმი ,,გრძელი ნათელი დღეები“ (2012), რ-მაც მსოფლოს სხვადასხვა წამყვან კინო ფესტივალებზე გაიმარჯვა; იგი იყო საქართვ. კანდიდატი ოსკარისთვის, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში (2014). ბერლინის საერთაშ. კინოფესტივალზე „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) ახალი ქართ. ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს, ხოლო ჰონკოგის ფესტივალზე ფილმს ქართ. კინოს გაზაფხული უწოდეს. ბაკურ სულაკაურის გამომც. დაბეჭდა ნ.-ს პირველი რომანი „მსხლების მინდორი“ (2015), რ-იც მოგვიანებით გამოიცა გერმ. ენაზე გამომც. Suhrkamp-ის მიერ (2018). ე. ნ.-ს მიღებული აქვს ლიტ. ჯილდოები: საბა დებიუტისთვის, რომანი „მსხლების მინდორი“ (2016); ილიაუნის ლიტ.. პრიზი - 2014-2015 წლების საუკეთესო ქართ. რომანისთვის: „მსხლების მინდორი“ (2016); ლიტერა დებიუტისთვის: რომანი „მსხლების მინდორი“ (2016). ფილმოგრაფიაში წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა: ფილმისათვის „დედა“ (2011-2012) , საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ტრიესტის კინოფესტივალი, იტალია; ფილმისათვის „გრძელი ნათელი დღეები“ Special Mention, თბილ. საერთაშ. კინოფესტივალი, საქართვ. (2013); „C.I.C.A.E. PRIZE of the International Confederation of Art House Cinemas“ არტჰაუსის კინოთეატრების საერთაშ. გაერთიანების პრიზი, ბერლინის საერთაშ. კინოფესტივალი; „Young Cinema Competition prize“ გრანპრი საუკეთესო ფილმისთვის, ჰონკონგის საერთა. კინოფესტივალი; კინოკრიტიკოსთა საერთაშ. გაერთიანების პრიზი, ჰონკონგის საერთაშ. კინოფესტივალი; გრანპრი საუკეთესო ფილმისთვის, ვისბადენის კინოფესტივალი GOEAST, გერმ.; ლურჯი ანგელოზის პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის, ხელოვნების ფესტივალი, სლოვაკეთი; ჟურნალ გრაზიას ჟიურის პრიზი, პარიზის საერთაშ. კინოფესტივალი; გრანპრი საუკეთესო ფილმისათვის, ვოლოგდის დამოუკიდებელი კინოს ევრ. ფესტივალი, ჟიურის თავ-რე ბელა ტარი; ახალგაზრდული კინოს ჯილდო, ხუთი ტბის ფესტივალი, გერმანია; „სარაევოს გული“ საუკეთესო ფილმისთვის, სარაევოს კინოფესტივალი; "მაყურებლის პრიზი" მილანის კინოფესტივალი; სტუდენტური ჟიურის პრიზი, მილანის კინოფესტივალი; გრანპრი საუკეთესო ფილმისათვის, ევრაზიის კინოფესტივალი ალმაატაში, ჟიურის თავ. ჯეინ კემპიონი; პრიზი საუკეთესო სცენარისათვის, სეილის კინოფესტივალი (the Film Femmes Méditerranée) მაროკო; ჟიურის სპეციალური პრიზი, მონრეალის თანამედროვე კინოს ფესტივალი, კანადა; პრიზი საუკეთესო ფილმისათვის, დუჰოკის საერთაშ. კინოფესტივალი, ერაყი; სპეც. აღნიშვნა, ევროპის სატელევიზიო პროდუქციის ფესტივალი (Prix Europa); პრიზი საუკეთესო ფილმისათვის, მინსკის საერთაშ. კინოფესტივალი, ბელარუსი; ჟიურის სპეც. პრიზი ინდივიდუალური ამბის თხრობისთვის, ამერიკის კინოინსტიტუტის კინოფესტივალი (AFI FEST), ლოს - ანჯელესი; პრიზი საუკეთესო ფილმისთვის, პოზნანის კინოფესტივალი (Ale Kino), პოლონეთი; პრიზი საუკეთესო ფილმისთვის, სკოპიის კინოფესტივალი (Cinedays), მაკედონია; პრიზი საუკეთესო ფილმისთვის, მალატიის კინოფესტივალი, თურქეთი; გრანპრი საუკეთესო ფილმისთვის, ტოკიოს კინოფესტივალი (Filmex); საუკეთესო ქართ. ფილმი, თბილისის საერთაშ. კინოფესტივალი; რეჟ. მეორე პრიზი, რეჰოვოტის ქალთა საერთაშ. კინოფესტივალი, ისრაელი; ბრინჯაო, ლუქსორის ეგვიპტისა და ევრ. კინოფესტივალი.