-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
ექსპერიმენტალური ფიზიკის კათედრა (1951-2006). თსუ-ში შეიმნა ექსპერიმენტალური ფიზიკის კათედრა (1951) (გამგეები: აკად. ე. ანდრონიკაშვილი - სსრკ 1952 წლის სახელმწ. პრემიის ლაურიატი, პროფ. გ. გამცემლიძე, ბ. ბერულავა). კათედრასთან დაარსდა დაბალი ტემპერატურების ს/კ ლაბორ. (1955), სადაც გაიზომა მბრუნავი -ის გრიგლების დაკვანტული ცირკულაცია, შეიქმნა ამ მოვლენის თეორია (გ. გამცემლიძე, ი. მამალაძე, ჯ. წაქაძე, რ. ბაბლიძე, გ. გუჯაბიძე). აკად. ლ. ბუიშვილმა განავითარა მაგნიტური რეზონანსის კვანტურსტატისტიკური თეორია, რ-იც ეფექტურად გამოიყენება სპინური სისტემების არაწონასწორული პროცესების აღწერისას. გ. ხუციშვილმა, ლ. ბუიშვილმა და პროფ. მ. ზვიადაძემ აღზარდეს მრავალი მოწაფე და ჩამოაყალიბეს საერთაშორისოდ აღიარებული ქართ. მაგნიტური რეზონანსის სკოლა (პროფე. ე. ხალვაში, ნ. ბენდიაშვილი, ა. უგულავა, თ. აბესაძე, ნ. ფოკინა, ა. ტუღუში, გ. ადამაშვილი და სხვა).