-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი
ეჯიბია ომიკო თენგიზის ძე (11. IX. 1992, სენაკი), ისტორიკოსი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი. არის აღმოსავლეთმცოდნე (ბაკალავრი, 2015); არაბისტიკის მაგისტრი (2017); ისტორიის დოქტორი (2022). მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „IX-X საუკუნეების არაბი გეოგრაფების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“. სხვადასხვა დროს სწავლობდა ქუვეითის უნ-ტსა და ლუვენის კათოლიკურ უნ-ტში. მიღებული აქვს ვარშავის უნ-ტის ტიტუს ფილიპოვიჩის სახ. ჯილდო (2024), რ-ის ფარგლებშიც კვლევითი მივლინებით იმყოფებოდა მარია კიური-სკლოდოვსკას უნ-ტსა (ლუბლინი) და ვროცლავის უნ-ტის ოსოლინეუმის ინ-ტში (აღმოსავლეთ ევროპის კოლეჯი) (ვროცლავი). თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ლექტორი (2019-2023), თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (2023-დან); ისტორიის უფრ. მასწავლებელი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში (2019-2023). მიღებული აქვს საქართვ. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის საბჭოს მადლიერების სერტიფიკატი (2023). დაჯილდოებულია საუკეთესო მოდებატის სერთიფიკატით, დებატების რესპუბლიკურ ტურნირზე საქართვ. პრეზიდენტის (გ. მარგველაშვილი) მიერ (2017). მისი ნაშრომებია: „ალ-იდრისის ცნობები საქართველოს შესახებ“ (აღმოსავლეთმცოდნეობა, 2019, N 8); „Map of Al-Muqadasi: Arminiya, Al-ran, Adharbayjan“ (ცივილიზაციური ძიებანი, 2020, N 18); „იბნ ხორდადბეჰის ცნობები პროვინციების აზარბაიჯანის და არმინიიას და კავკასიის შესახებ ხელნაწერ Meshhed, Astan Quds 15189-ის მიხედვით“ (აღმოსავლეთმცოდნეობა, 2022, N 11); „ფირი რეისი-შავი ზღვის პორტოლანის აღმოსავლეთ სანაპირო:(ხელნაწერი: Baltimore, Walters Art Museum, MS. W. 658)“ (აღმოსავლეთმცოდნეობა, 2023, N 12).
თხზ.: ეჯიბია, ო. (თანაავტორი). (2022). საქართველოს ისტორია: X კლასის სახელმძღვანელო: ნაწ. 2. თბ., დიოგენე; ეჯიბია, ო. (თანაავტორი). (2023). ისტორია: XI კლასის სახელმძღვანელო. თბ., დიოგენე.