ეჯიბაძე ნინო თეიმურაზის ასული (06. III. 1977, ქ. თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე-არაბისტი, ლინგვისტი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1998), მაგისტრატურა (2000), ასპირანტურა (2004); იმავე წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზმნის სისტემა არაბული ენის ეგვიპტურ დიალექტში“ (11. 05. 2004); ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (2004). თსუ-ის მოწვეული ლექტორი (2005-2006); თსუ-ის ენების ცენტრის მასწავლებელი (2007-2010); თსუ-ის ასისტენტ პროფესორი (2010-2012), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2012-დან). არაბისტ-დიალექტოლოგთა საერთაშ. ასოციაციის (Association Internationale de Dialectologie Arabe) წევრი (2015-დან). დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის მიერ აკად. გ. წერეთლის აკად. სახელობითი პრემიით ნაშრომთა ციკლისთვის არაბულ დიალექტოლოგიაში (2013); დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის მიერ საპატიო სიგელით არაბისტიკის დარგში სამეცნ. მიღწევებისთვის (2021).
თხზ.: ეჯიბაძე, ნ. (2006). The Paradigms of the Verb Forms in the Egyptian Arabic Dialect. Tbilisi, INTELEKTI Publishers. ISBN: 99949-39-83-0; ეჯიბაძე, ნ. (2008). العامية المصرية (النصوص، القاموس), თბილისი, თსუ-ს გამომცემლობა. ISBN: 987-9941-13-024-3; ეჯიბაძე, ნ. (2010). ზარის რიტუალი ეგვიპტეში. თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“. ISBN: 978-9941-17-050-8; ეჯიბაძე, ნ. (2010). ეგვიპტური დიალექტის გრამატიკა, I, ფონეტიკა, მორფოლოგია, მორფოფონეტიკა. თბილისი, გამომცმელობა „უნივერსალი“. ISBN: 987-9941-12-844-8; ეჯიბაძე, ნ. (2012). ეგვიპტური დიალექტის გრამატიკა, II, სინტაქსი. თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“. ISBN: 987-9941-17-546-6; ეჯიბაძე, ნ. (2012). ეგვიპტის არაბული მეტყველების ზოგიერთი ლექსიკური და ფრაზეოლოგიური ასპექტი. თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“. ISBN: 987-9941-17-726-2. ეჯიბაძე, ნ., სილაგაძე, ა. (2017). დიგლოსია: არაბული სპეციფიკა. თბილისი, თსუ-ს გამომცემლობა. ISBN: 987-9941-13-630-6; ეჯიბაძე, ნ., სილაგაძე, ა. (2016). Arabic Diglossia: Specificity and Problems. Saarbrücken, Lambert Academic Publishing. ISBN: 978-3-659-88674-4; ეჯიბაძე, ნ. (2016; 2023).العربية المعاصرة (كتاب في تعليم اللغة العربية لغير الناطقين بها في المستوى المتقدم). თბილისი, თსუ გამომცემლობა; პირველი გამოცემის ISBN: 987-9941-13-565-1; მეორე გამოცემის ISBN: 978-9941-036-45-9; ეჯიბაძე, ნ. (2023). არაბული ენის გრამატიკა. თბილისი, თსუ-ს გამომცემლობა, ISBN: 978-9941-36-159-3.