ეფრემიძე ლაშა
ეფრემიძე ლაშა

ეფრემიძე ლაშა (29.X.1965, ქ. თბილისი). მათემატიკოსი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2003). დაამთავრა: თბილ. ვ. კომაროვის სახ. საშ. სკოლა (1982 წ.); თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი (1982-1987). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1993 წ.). პრაღის მათ. ინ-ტის მოწვეული უფრ. მკვლევარი (2000-2002), მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის სტიპენდიანტი ოკაიამას უნი-ტის მათ. დეპარტამენტში, იაპონია (2004-2005), იაპონიის მეცნ. ხელშეწყობის საზ-ების პოსტდოქტორანტი (2005-2007), ტოკაის უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი, შიზუოკა, (იაპონია) (2005-2007), საქ. ტექნ. უნი-ტი, გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი (1993 – 1995 წწ.), მათ. ფაკ-ტი, ჩარლზის უნი-ტი, პრაღა (2001),  ტოკაის უნივერსიტეტი (2006-2007), შავი ზღვის საერთაშ. უნი-ტი (1995 - 2000, 2002 - 2004, 2007 – 2010), თსუ მათ. დეპარტ. (2009-2014), აბუ-დაბი ნიუ-იორკის უნი-ტის მკვლევარი (2014-2024). ამჟამად ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მთავარი მეცნ.-თანამშრომელი და ქუთაისის საერთაშ. უნი-ტის მათ. სკოლის ხელმძღვ. მოადგილე. მის მიერ მიღებული შედეგები შეეხება: 1) ოპერატორთა თეორიას, 2) ნამდვილ და კომპლექსურ ანალიზს, 3) ჰარმონიულ ანალიზს, 4) ერგოდულობის თეორიას. იგი არის მატრიცის სპექტრალური ფაქტორიზაციის ალგორითმის თანაავტორი, რომელსაც მიღებული აქვს 2 აშშ პატენტი (2016, მერილენდის უნი-ტი; 2021 ნიუ-იორკის უნი-ტი). მის მიერ ექსპონენციალურად იქნა აჩქარებული ჯანაშია-ლაგვილავას ცნობილი ალგორითმი. ის არის ერთი დოქტორანტის ხელმძღვანელი და ორი საერთაშ. ჟურნ. (Transactions of A. Razmadze Mathematical Institute, Georgian Mathematical Journal) რედაქციის წევრი.  მას მოპოვებული აქვს 3 საერთაშორისო გრანტი. ის დაჯილდოვებულია: საქ. მეცნ. აკად. ოქროს მედლით (1987 წ.) და ოქროს მედალით სსრკ უნი-ტების სტუდენტთა კონკურსში  საუკეთესო  სამეცნიერო ნაშრომისთვის (1986). არის ერთი დოქტორანტის ხელმძღვანელი. 

თხზ.: Ephremidze, L. (2016). Matrix Spectral Factorization for Data Compression, Filtering, Wireless Communications, and Radar Systems; Patent No.: US 9,318,232 B2; Date: Apr. 19; University of Maryland,  (with, G. Janashia , E. Lag­vi­la­va); Ephremidze L. (თანაავტორი) . (2021). Multivariate Matrix Spectral Factorization; Patent No.: US 10,951,919 B2; Date: Mar. 16; New York University.