-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ედიბერიძე ამირან
ედიბერიძე ამირან ამბროსის ძე (03.VII.1935 ქ. თბილ.- 23.IX.2015). მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1969). დაამთავრა: ქ. თბილ. მე-6 ვაჟთა (ამჟამად 55-ე საშ.) სკოლა ვერცხლის მედალზე (1954) და თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წითელ დიპლომზე (1959). მუშაობა დაიწყო ახლად დაარსებულ თსუ–ის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის კათედრაზე საათობრივი ანაზღაურების წესით, ხოლო შემდეგ იყო ამავე კათედრის დოცენტი(1969-2006). გარდაცვალებამდე იყო თსუ–ის მოწვეული ლექტორი(2006-2015). გამოცემული აქვს მეთოდური მითითებები, სახელმძღვანელოები და ამოცანათა კრებულები ალბათობის თეორიასა და მათ. სტატისტიკაში როგორც დამოუკიდებლად, ისე თაანაავტორებთან ერთად.