-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ებრალიძე შორენა სევერიანეს ასული (14.VIII.1945 ქ. ზუგდიდი - 2004), მათემატიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1972). დაამთავრა: ქ. ზუგდიდის პირველი საშ. სკოლა (1962), თსუ–ის მექან.-მათ.ფაკ-ტი (1968) და მოსკოვის სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1972). მუშაობდა თსუ–ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის განყ-ბაში (1972–1973 ); საქ. მეცნ. აკად. ეკონომ. და სამართ. ინ-ტში (1973–1983), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1983-1990), თსუ–ის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების ს/კ ლაბორატ. (1990-2004), პარალელურად იყო თსუ–ის მოწვეული ლექტორი. ის წარმოადგენდა აკად. ი. პროხოროვის ალაბათურ სამეცნ. სკოლას, მისი ძირითადი შრომები ეხება ალბათურ ზომათა ოჯახების სხვადახვა სახის კრებადობების საკმარის პირობებს, სადაც მას მიღებული ჰქონდა მნიშვნელოვანი და აღიარებული შედეგები.