-
ავტორი
- კატეგორიები: დრამატურგი სცენარისტი ფილოლოგი კურსდამთავრებული
ებრალიძე რევაზ სიმონის ძე (03. VIII 1921, თბილისი-11.08. 1980, თბილისი). ქართვ. დრამატურგი, კინოსცენარისტი. საქართვ. და აფხ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1977), საქართვ. და სსრკ კინომატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი (1959). ე. რ. სწავლობდა (1940-1942) საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. (1945) დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. იგი მუშაობდა უცხოეთთან კულტ. ურთიერთობის საქართვ. საზ-ბის კულტ. განყ-ბის მთ. რედ. (1946-1948); ვოლგა-დონის არხის მშენებლობის ერთ-ერთი მონაკვეთის მთ. ინჟინრად (1950-1957); კინოსტუდია "ქართული ფილმის" შემოქმედებით გაერთიანებაში (1971); მისი პიესები იდგმებოდა სხვადასხვა თეატრ., პირველი კომედია "მეგობრები" დაიდგა თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრ. (1950, თანაავტორი და რეჟ. ლ. ჭუბაბრია); პიესა ,,ნანა", კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრ. (1955, რეჟ. თ. წეროძე); თელავის სახელმწ. თეატრ. ("ჩამოდით ჩვენთან", 1947, რეჟ. ა. მაღლაკელიძე); თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრ. (ლიტ.-დრამ. კომპოზიცია "ვეფხისტყაოსანი", 1966, რეჟ. ა. ჩხარტიშვილი); თბილ. მოზარდ მაყურებელთა თეატრ. ("მე გაზაფხულზე მომკლეს", რეჟ. ვ. ანდრონიკაშვილი); "თანამედროვე ტრაგედია", დაიდგა თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრ. (1960, რეჟ. ა. ჩხარტიშვილი); ეს პიესა ასევე დაიდგა მოსკ. სტანისლავსკის სახ. სახელმწ. თეატრ. (1961, რეჟ. მ. იანშინი); ხოლო "გზა მზისკენ" გერმანიაში ქ. ზაარბრიუკენში (1974, რეჟ. - ჰ. ვედეკინი); გ. რ. სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნ. და მულტიპლიკაციური ფილმები; მხატვრული ფილმებიდან აღსანიშნავია: "ამბავი ერთი ქალიშვილისა" (1959, რეჟ. მ. ჭიაურელი), "ქალაქი ადრე იღვიძებს" (1968, რეჟ. ს. დოლიძე), "უდიპლომო სასიძო"(1961, რეჟ. ლ. ხოტივარი); დოკუმენტური ფილმებიდან: "კოტე მარჯანიშვილი" (1962, რეჟ. ჭელიძე), "ზაქარია ფალიაშვილი" (1971, რეჟ. ვ. ვალიშვილი); მულტიპლიკაციური ფილმებიდან: "მტრობა" (1956, რეჟ. - ა. ხინთიბიძე), "წუნა და წრუწუნა" (1958, რეჟ. ა. ხინთიბიძე).
ლიტ.: ებრალიძე რევაზ სიმონის ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 2. თბ., 2012, გვ. 530.