ებრალიძე ლელა მამიას ასული
ებრალიძე ლელა მამიას ასული

ებრალიძე ლელა მამიას ასული (09. XII. 1969, თბილისი), ანგლისტი-ფილოლოგი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (2015). წარჩინებით დაამთავრა: თსუ-ის დას. ევრ. და ლიტ-რის ფაკ-ტი, ინგლ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით (1992); თსუ-ის საზოგად. პროფესიათა ფაკ-ტი, მხატვრული ტექსტის (ინგლ.-ქართ.) მთარგმნელის სპეციალობით (1990); ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. უცხო ენათა სახ. ინ-ტის სინქრონული თარგმანის უმაღ. კურსები (1994). ე. ლ.-ს ფილოლ. დოქტორის წოდება მიენიჭა სადისერტაციო ნაშრომისათვის: „პოეტური ხატი და მისი ტრანსფორმაცია თარგმანში“ (2013). იგი მონაწილეობდა სტუდენტურ გაცვლით პროგრამაში უილიამს კოლეჯში, აშშ, მასაჩუსეტსის შტატი (1991). იყო საქ. ინგლ. ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) წევრი (1996), აგრეთვე გაეროს (UN), გაეროს ბავშვთა დახმარების საერთაშ. ფონდის (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მიგრაციის საერთშ. ორგანიზაციის (IOM), დამოუკიდებელ სახელმწ. თანამეგობრობის ტექნიკური დახმარების პროგრამის (TACIS) და ეუთოს (OSCE) პროექტების (1997-2000) შტატგარეშე მთარგმნელი და თარჯიმანი; ასევე შტატგარეშე მთარგმნელი თბილ. ბიზნეს-კომუნიკაციურ ცენტრში (BCC) (1994-1995), ეროვნ. ექსპერტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტში: „დახმარება საკონსტიტუციო სასამართლოს“ (1997-2000); იურიდ. მთარგმნელი USAID-ის პროექტში: „აირის საქართველო“  (IRIS Georgia), „კანონის უზენაესობის პროგრამა“ (2000-2005), დისტანციური მთარგმნელი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინ-ტში (2005-2006); რეპორტების მწერალი საერთაშ. საქმეთა ეროვნ.-დემოკრატიული ინ-ტში (NDI) (2005-2007); ინგლ. ენის უფრ. მასწავლებელი ქართ.-შოტლანდიურ სახლში (საქართვ. ჰუმანისტური საზ-ბა, 2007-2008); ინგლ. ენის მასწავლებელი ბრიტანულ ცენტრში (2008-2009). ე. ლ. მუშაობდა ლექტორად თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტზე (1992- 1994); თსუ-ის ხელოვნ. და ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტზე (1994-2006); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ფილოლ. მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე: „თარგმანი და კულტურათშორისი ურთიერთობები“ (2008-2015); ასისტენტ პროფესორად დასავლეთევროპული ენებისა და ლიტ-რის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის თარგმანმცოდნეობის კათედრაზე (2015-დან). ე. ლ.-მ გაიარა ტრეინინგები: „მეთოდოლოგია და მისი პრაქტიკულად გამოყენება მასწავლებელთა ტრეინინგისა და მასწავლებელთა განვითარებისათვის“ (ბრიტანეთის საბჭო, 1997); მასწავლებელთა ტრეინინგის კურსი (1997); უმაღლ. დონეზე ინგლ. ენის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი (2011); ტესტი სწავლების ცოდნაში (საქართვ. ინგლ. ენის მასწავლებელთა ასოციაცია, 2011). ე. ლ.-ს ეკუთვნის შემდეგი თარგმანები: ედგარ ალან პოს ლექსების კრებული „რჩეული ლექსები“ (2023); „ამერიკული ზღაპრები“ (საქართვ-ში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში გამოცემული, 2024) და ა.შ.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ებრალიძე, ლ. (2006). პოეტური ხატი და მისი ტრანსფორმაცია თარგმანში. თბ., უნივერსალი, ISBN: 9994061070; ებრალიძე, ლ. (2010). პოლისემიური სიტყვები და მათი ტრანსფორმაცია თარგმანში. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941172076; ებრალიძე, ლ. (2010). პოეტური ხატი და რითმის პრობლემა.  თბ., უნივერსალი, ISBN:  9789941172083.