ებრალიძე ლელა
ებრალიძე ლელა

ებრალიძე ლელა მამიას ასული (09.XII.1969. ქ. თბილისი), ანგლისტი-ფილოლოგი, თსუ-ის ასისტენტ პროფესორი (2015), საქ. ინგლ. ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) წევრი (1996). ლ. ე.-მ დაამთავრა თსუ დას. ევრ. და ლიტერატურის ფაკ-ტის ინგლ. ენისა და ლიტერატურის სპეციალობით წარჩინებით (1992), თსუ-ის საზოგად. პროფესიათა ფაკ-ტი მხატვრული ტექსტის (ინგლ.-ქართ.) მთარგმნელის სპეციალობით წარჩინებით (1990), ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. უცხო ენათა სახ. ინ-ტ-ის სინქრონული თარგმანის უმაღ. კურსები წარჩინებით (1994). იგი მონაწილეობდა სტუდენტურ გაცვლით პროგრამაში უილიამს კოლეჯში, აშშ, მასაჩუსეტსის შტატი (1991). ლ. ე. მუშაობდა როგორც მოწვეული ლექტორი თსუ დას. ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტზე (1992 – 1994);  მოწვეული ლექტორი თსუ ხელოვნ. და ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტზე (1994-2006); მოწვეული ლექტორი თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ფილოლ. მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე „თარგმანი და კულტურათშორისი ურთიერთობები“ (2008-2015); ასისტენტ-პროფესორი დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის თარგმანმცოდნეობის კათედრაზე (2015-დან). ლ. ე.-ს ფილოლოგიის დოქტორის წოდება მიენიჭა სადისერტაციო ნაშრომისათვის „პოეტური ხატი და მისი ტრანსფორმაცია თარგმანში“ (2013). ლ. ე.-მ გაიარა ტრეინინგები: „მეთოდოლოგია და მისი პრაქტიკულად გამოყენება მასწავლებელთა ტრეინინგისა და მასწავლებელთა განვითარებისათვის“ (1997) (ბრიტანეთის საბჭო); მასწავლებელთა ტრეინინგის კურსი (1997); უმაღლეს დონეზე ინგლისურის ენის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი (2011); ტესტი სწავლების ცოდნაში (საქართვ. ინგლ. ენის მასწავლებელთა ასოციაცია)(2011). 1996 წლიდან საქართვ. ინგლ. ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) წევრი.

თხზ.: ებრალიძე ლ. (2006). პოეტური ხატი და მისი ტრანსფორმაცია თარგმანში. უნივერსალი, თბილ.; ებრალიძე ლ. (2010) პოლისემიური სიტყვები და მათი ტრანსფორმაცია თარგმანში. უნივერსალი, თბილ.; ებრალიძე ლ. (2010) პოეტური ხატი და რითმის პრობლემა.  „უნივერსალი“, თბილ.

თარგმანები: ლირიკული მოზაიკა“ .(2006).  ბრიტ. და ამერ. პოეტების ნაწარმოებთა თარგმანების კრებული, „ლოტოსი“, თბილ.  უაილდი, ო.(2017). „რედინგის ციხის ბალადა“ თბილ. უნ-ტის გამ-ბა; (ქართულიდან ინგლისურად) „ვიცანი ღმერთო სამყარო (ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე) God, I know the World You Made (In the footsteps of Vazha-Pshavela)“, თბილ. (2021); ე. ა. პოს ლექსების თარგმანების კრებული. (2023).   „რჩეული ლექსები“.  ტალანტარე, ბათუმი.