ძოწენიძე ზურაბ გიორგის ძე
ძოწენიძე ზურაბ გიორგის ძე

ძოწენიძე  ზურაბ გიორგის ძე  (18.04.1937 , ქ. თბილისი), ქიმიკოსი, ქიმიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1985). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი და დაიწყო მუშაობა ფიზ. ქიმიის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე (1960). ძ. ზ. მივლინებული იყო სსრკ მეცნ. აკად. და სომხეთის მეცნი. აკადემიის ქიმ. ფიზიკის ინ-ტებში (1962-1966), სადაც შეასრულა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „დეიტერიუმის ატომების ნახშირწყალბადებთან, სპირტებთან და ამინებთან ურთიერთქმედების რეაქციათა კინეტიკის შესწავლა  აირად ფაზაში“ და მიენიჭა დოცენტის წოდება (1970). იგი  სამეცნ. სტაჟირებას გადიოდა პარიზის ორსეს უნ-ტში (1971), სადაც პროფ. მ. მაგას რადიაციული ქიმიის ლაბორატორიაში სწავლობდა რადიკალების რეკომბინაციას თხევად ფაზაში. ძ. ზ. თანამშრომლობდა სსრკ შსს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ინს-ტთან (ბალაშიხა) (1972). ინ-ტის დაკვეთით თსუ-ში დაიწყო მინ. მარილებისა და ხელოვნურად დამზადებული მყარი ნარევების ზედაპირებზე წყალბადისა და ჟანგბადის ატომების ჰეტეროგენული რეკომბინაციის კინეტიკის შესწავლა. ამის პარალელურად ზ.ძოწენიძის ხელმძღვანელობით შეისწავლებოდა აგრეთვე ინჰიბიტორთა წყვილების ერთდროული ზემოქმედება აალების პროცესებზე. ამ გამოკვლევათა საფუძველზე დადგენილი იქნა ინჰიბიტორთა მოქმედების ანტაგონიზმი.     იგი სათავეში ჩაუდგა ახლადჩამოყალიბებულ ქიმ. კინეტიკის კათედრას (1974-2005) და იყო მისი ხელმძღვ. გარდა წვის პროცესების ინჰიბირებისა, კათედრაზე შეისწავლებოდა აგრეთვე დარიშხანორგანული ნაერთების ეთერიფიკაციის პროცესთა კინეტიკა (პროფ. რ. გიგაურთან თანამშრომლობით). ძ. ზ.-მ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „წვისა და აალების პროცესებზე ინჰიბიტორთა ზემოქმედების არაადიტიურ მოვლენათა შესწავლა“ (1985). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 11 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია, გამოქვეყნებულია 150-მდე სამეცნ. ნაშრომი და ერთი მონოგრაფია. იგი იყო თსუ-ის დიდი სამეცნ.  და ქიმიის ფაკ-ტის სამეცნიერო საბჭოების  წევრი (1974-დან), სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, ევრომეცნიერების სექციის „ახალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერული ინოვაციების ტრანსფერი“ საქართვ.ს განყ-ების თავ-რე და საქართვ. საპატრიარქოსთან არსებული კრეაციული საზ-ების სამეცნ. საბჭოს წევრი. იყო  სსრკ მეცნ. აკადემიის „წვის თეორიული პრობლემების“  საკოორდინაციო საბჭოს, სსრკ მეცნ. აკადემიის „ქიმიური კინეტიკის, კატალიზის    და რეაქციისუნარიანობის“  სამეცნ. საბჭოს, აგრეთვე  სსრკ მინისტრთა საბჭოს  სამეცნ.-ტექ. კომიტეტის და პროფკავშირებთან არსებული  შრომის დაცვის საბჭოს სექციის „ხანძრებთან და აფეთქებებთან ბრძოლის“  სექციის წევრი.

თხზ.:  Дзоценидзе, З. Г. (თანაავტორი). (1971). Изучение ингибироаанного горения дейтерия на нижнем пределе самовоспламенения. Ингибирование цепных газовых реакций. Алма-Ата, Каз. Гос.Университет; Дзоценидзе,   З. Г. (თანაავტორი). (1982). Гетерогенный фактор  в ингибировании горения Метана порошками  неорганических  солей. «Всесоюзное  координационное совещание по кинетике и механизму химических реакций  в  газовой   фазе »:  Черноголовка;  Дзоценидзе,  З. Г. (თანაავტორი). (1986). Некоторые особенности гомогенного и гетерогенного ингибирования горения Водорода. Материалы  VIII  Всесоюзного Симпозиума по Горению и  Взрыву, Ташкент;  ძოწენიძე, ზ. (თანაავტორი). (1997). წვის  თეორიული  საფუძვლები. თბ., უნ-ტის გამ-ბა.