ძოწენიძე ქეთევან (23. XII. 1913, ქ. ქუთაისი-04. IX. 1969), მეცნიერი, პედაგოგი, ქართველოლოგი, ფილოლოგი. დაამთავრა ქუთაისის პედ. ინს-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1937), თსუ-ის ასპირანტურა ძვ. ქართ. ენის სპეციალობით (1940). 30 წლის განმავლობაში ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ქუთაისის პედ. ინ-ტში. მუშაობდა ქართ. ენის კათედრაზე. გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის გამგე (1958-დან). იკვლევდა ძვ. და ახ. სალიტ. ქართ. სტრუქტურისა და ისტ. საკითხებს, ქართ. ენის დიალექტებს, მწერალთა ენასა და სტილს. მისი შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიული გამოკვლევები: „სახელთა ბრუნება ძველ ქართულში პავლეს ეპისტოლეთა მიხედვით“ (დაბეჭდილია ავტორეფერატი, 1950) და ფუნდამენტური ნაშრომი ზემოიმერულის შესახებ, რ-იც გამოიცა ორ წიგნად. გახდა ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1950).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ძოწენიძე, ქ. (1973). ზემოიმერული კილოკავი: ენობრივი მიმოხილვა და ტექსტები. თბილ. უნ-ტის გამ-ბა; ძოწენიძე, ქ. (1974). ზემოიმერული ლექსიკონი. განათლება.