ძიძიგური დიანა ვლადიმერის ასული
ძიძიგური დიანა ვლადიმერის ასული

ძიძიგური დიანა ვლადიმერის ასული (24.VII.1949, თბილისი), ბიოლოგი. დაამთავრა თბილ. ილია ჭავჭავაძის სახ. 23-ე  საშ. სკოლა, წარმატებით (ვერცხლის მედალი, 1966); იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტზე, მიენიჭა კვალიფიკაცია-ბიოლ. და ქიმიის მასწავლებელი (1966-1971); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ტრანსკრიპციის პროცესის მარეგულირებელი ფაქტორები“ (გრიფი-მოლეკულური ბიოლოგია) (1983); შემდეგ კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „პარენქიმული ორგანოების ადაპტაციური ზრდის მექანიზმები„ (გრიფი - უჯრედის და განვითარების ბიოლოგია, 2001). ძ. დ. იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1971-1983); თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტის, განვითარების ბიოლოგიის ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1983-2006); ამავე უნ-ტის ბიოლოგიის ფაკ-ტის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის და განვითარების ბიოლოგიის კათედრის გამგე (2001); ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ბიოლოგიის დეპარტ. მორფოლოგიის კათედრის გამგე (2016); ამავე ფაკ-ტის ბიოლოგიის დეპარტ. საფაკ-ტო მნიშვნელობის სტრუქტურული ერთეულის "ბიოეფექტური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევების" სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი (2009). ამავე უნ-ტის ბიოლოგიის დეპარტ. ხელმძღვ. (2016-დან); საერთაშ. საგრანტო პროექტების მონაწილე; ჟურნ. "Medical news"-ის ექსპერტი; მრავალი საერთაშ. კონფერენციის მონაწილე; რეგენერაციის საერთაშ. ევროპული ასოციაციის კონფერენციის ორგანიზატორი; 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის და ციტოლოგიის სახელმძღვანელოს ავტორი; კითხულობს სალექციო კურსებს: ბიოლოგიის შესავალი; ციტოლოგია; უჯრედის ბიოლოგია; კერძო ჰისტოლოგია და სხვა; იყო: ბიოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნ. წრის ხელმძღვ.; ბიოლოგიის და მედიცინის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და მოსწავლეთა 12 სამეცნ. სიმპოზიუმის ორგანიზატორი; ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვ.;  ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვ.; ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის კოორდინატორი;13 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვ.; საბაკალავრო  ნაშრომებისა და სამაგისტრო დისერტაციების ხელმძღვ. ძ. დ.-ს კვლევის თემა: „პოლიპლოიდური უჯრედების წარმოქმნის მექანიზმები და ორგანოთა ადაპტაციური ზრდა“. არის ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (1997); პროფესორი (2000); ევროპული ნეირომეცნიერების საზ-ებათა ფედერაციის წევრი; ნიუ-იორკის მეცნ. აკადემიის წევრი (აშშ, 1995); საქართვ. აგრ. აკადემიის აკადემიკოსი (2008); საქართვ. ეკოლოგიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; მეცნ. კვლევის ეროვნ. ცენტრის გამგეობის წევრი; მიენიჭა წლის საუკეთესო მეცნიერი ქალის წოდება (2001);  იყო: ღირსების ორდენის (2003); აკად. ნინო ჯავახიშვილის მედლის (2020); თსუ-ის საიუბილეო მედალია (2020) და საერთაშორისო პატენტის მფლობელი (2025). ძ. დ.-ს სამეცნ. ნაშრომებია: „The study of growth inhibitive protein factor by various mode of HPLC and estimation of its binding with drugs“ (Biomedical Chromatography, 2005,N 19); "Сравнительное изучение влияния эндогенных почечных факторов на пролиферативную активность эпителиоцитов" (Цитология, 2005, N 47); „Особенности кинетики популяции гепатоцитов крыс в условиях гормонального дисбаланса до и после частичной гепатэктомии" (Цитология, 2005, 47); „Possible role of endogenous growth inhibitors in regeneration of organs: searching for new approaches“ (Cell Biol Intern, 2005, N 29); „Морфофункционаьные изменения в гиппокампе крыс при проведении ложной операции с галотановым наркозом в сочетании с биорезонансным воздействием“ (Традиционная Медицина, 2011, №1); „Molecular mechanism of bioresonance therapy - effects on gene expression“ (PaJournal Biomedical radio ellectronic, 2012, №12); „Comparative study of liver functional characteristics in combined pathologies by the method of electron paramagnetic resonance“ (Journal of Clinical and Experimental Hepatology, 2013, N 3); „Determination of The Properties of Rat Brain Thermostable Protein Complex which“ (Inhibit Cell Proliferation Cell Journal (Yakhteh) 2018, N 4); „Liver structural transformation after partial hepatectomy and repeated partial hepatectomy in rats: A renewed view on liver regeneration“ (World J Gastroenterol, 2020, N 26); „Study of Hepatocytes Polyploidization Peculiarities in Cholestatic Liver of Adult Rats“ (Molecular & Cellular Biomechanics, 2021, N18); „Development of a New Non-Invasive Approach to Treat of Infantile Hemangioma with Growth-Inhibiting Endogenous Factors (Non-Invasive Approach to Treat of Infantile Hemangioma with Endogenous Factors)“ (PROGRESS IN MEDICAL SCIENCES, 2024, N 8).