ძამუკაშვილი გელა
ძამუკაშვილი გელა

ძამუკაშვილი გელა  (13.XII.1958, თელავი-02.II.2026,თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1981). უნ-ტში სწავლის პერიოდიდან მუშაობდა ნახევარგამტარების ფიზიკის ლაბორატორიაში ლაბორანტის თანამდებობაზე. პერიოდულად მივლინებული იყო ქალაქ გორკის (ახლანდელი ‘ნიჟნი-ნოვგოროდის’) გამოყენებითი ფიზიკის ინ-ტში, სადაც სამეცნ. კვლევას ეწეოდა ნახევარგამტარების ფიზიკის განყ-ბაში  (1981-1990). იგი რუსეთის მეცნ. აკადემიის აკადემიკოს ალექსანდრე ანდრონოვის ხელმძღვანელობით თეორიულად იკვლევდა ისეთი ნახევარგამტარული აქტ. ელემენტების შექმნის შესაძლებლობას, რ-იც გამოასხივებდნენ ელექტრომაგნიტულ ტალღებს, შორ ინფრაწითელ და სუბმილიმეტრულ არეებში. ამ პრობლემის ირგვლივ თსუ-ში  საკანდიდატო დისერტაცია (1987) და ამავე უნ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, სპეციალობით მყარი სხეულებისა და კვანტური სითხეების ფიზიკა (1997). სადოქტოროს დისერტაციაზე მუშაობის ფარგლებში, თეორიულად აჩვენა, რომ A³B⁵ ტიპის გარკვეული ნახევარგამტარების ბაზაზე, კერძოდ დარიშხანის შემცველ გალიუმში ალუმინის შერევით, შესაძლებელია შეიქმნას ისეთი კრისტალები, რომ მასზე მოდებული ელექტრული და მაგნ. ველების სიდიდის, ასევე მათი ორიენტაციის ცვლილებით, მათ გამოასხივონ ტალღები, რომელთა სიხშირე შეიძლება უწყვეტად შეიცვალოს სუბმილიმეტრული სპექტრის საკმაოდ ფართო დიაპაზონში. მანამდე არსებული გამომსხივებლები სილიციუმის ბაზაზე, მუშაობდნენ სუბმილიმეტრული სპექტრის მხოლოდ ერთ გარკვეულ სიხშირეზე. წინა საუკუნის ბოლოს ექსპერიმენტული ბაზის მოშლამ, როგორც საქართველოში, ასევე ყოფილ საბჭ. კავშირში, ასევე თსუ-ის ნახევარგამტარების ფიზიკის ლაბორ. დახურვამ (2000) შეუძლებელი გახადა ამ იდეის პრაქტიკული განხორციელება. თსუ-ის პროფესორთა საბჭომ მიენიჭა პროფესორის სამეცნ.-პედ. წოდება (2002). ძ. გ.-ს ეკავა ნახევარგამტარების ფიზიკის სამეცნ.-კვლ. ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა (1990-დან) და პარალელურად იყო ზოგადი ფიზიკის კათედრის პროფესორი (2002-დან). იგი კითხულობდა ლექციებს, მყარი სხეულების ფიზიკის კათედრაზე და ფიზიკის ფაკ-ტზე მიჰყავდა გაერთიანებული კურსები ზოგად ფიზიკაში (2002-დან). ძ. გ. არის 35 სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, არის მრავალი საკავშირო და საერთაშ. კონფერენციის და სიმპოზიუმის მონაწილე, იყო ახალგაზრდა მეცნ. პირველი ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიის მფლობელი. მისი ხელმძღანელობით დაცულია  4 საკანდიდატო დისერტაცია.