ძაგნიძე ომარ
ძაგნიძე ომარ

ძაგნიძე ომარ პროკოფის ძე (01.01.1935, ვანის რ-ის სოფ. სალხინო), ქართვ. მათემატიკოსი, პედაგოგი. დაამთავრა სოფ. სალხინოს 11 წლიანი საშ. სკოლა (1953), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1959), ასპირანტურა (1962). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1965), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1994). მიენიჭა თსუ-ის პროფესორის სამეცნ. წოდება სპეციალობით - მათემატიკური ანალიზი (2002). მუშაობდა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის მათ. ანალიზის კათედრის ასისტენტად (1962-1966), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინსტ. ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის განყ-ბაში უმცროს მეცნ. თანამშრომლად (1966-1970), უფროს მეცნ. თანამშრომლად (1970-1989), მათ. ანალიზის განყ-ბის წამყვან მეცნ. თანამშრომელად (1989–2006), უფრ. მეცნ.-თანამშრომელად (2006 -დან). იყო ქართ. მათ. ტერმინების დამდგენი კომისიის წევრი (კომისიის თავ-რე აკად. გ. ჭოღოშვილი (1914-1998); 1972-1998) - კომისიის ნამუშევარი გამოქვეყნდა: “რუსულ-ქართული მათემატიკური ლექსიკონში” (2010), ხელმძღვანელობს თსუ–ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილ ინგლ.-ქართ. მათ. ტერმ. დამდგენ 10 წევრიან სამუშაო ჯგუფს (2015-დან). ძ. ო. წლების განმავლობაში კითხულობდა სპეც. კურსებს თსუ-ის  მექან.-მათ. ფაკ-ზე, ხოლო ქუთაისის ა. წერეთლის სახ. უნ-ტის მათ. დეპარტ. მაგისტრანტებთან მიწვეული პროფესორის სტატუსით (1998-2021). მან გადაწყვიტა რამდენიმე პრობლემა მრავალგანზომილებიან ანალიზში: დაადგინა ფუნქციის უწყვეტობის აუცილებელი და საკმარისი პირობა, დიფერენცირებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობა (ნამდვილი და კომპლექსური ცვლადების ფუნქციებისთვის), ფურიეს ორმაგი მწკრივის ინტეგრებადობა, პუასონის სფერული ინტეგრალისა და გლუვ ფუნქციათა თვისებანი; შექმნა კვატერნიონული ანალიზის საფუძვლები (გადაწყვიტა უ. ჰამილტონის პრობლემა, 1805-1965). ძ. ო.-ს იმერეთის სამხარეო სათათბირომ მიანიჭა “ყოველთა ძლიერთა პატივგების სიგელი” - დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით - მესამე ათასწლეულის პირველ წელს პედ. საქმიანობაში წარმატებისთვის ა. წერეთლის ქუთაისის უნ-ტში (2002); დაჯილდოვდა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. “საპატიო სიგელით” მათემატიკის დარგში სამეცნ. მოღვაწეობისთვის 10.XI.2022); დაჯილდოვდა “უნივერსიტეტის მედლით” ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ში ნაყოფიერი სამეცნ. მოღვაწეობისთვის (09.XI.2023). ძ. ო.  არის საქართვ. ვ. ბერიძის სახ. ტერმინოლოგიის საერთაშ. ასოციაციის წევრი (2018-დან); საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკად. წევრი (2022-დან);  არის საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. არსებული “მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის პრობლემათა” საკოორდინაციო კომისიის (12.VII.2023) და  ფაზისის აკადემიის წევრი (22.XII.2023).

თხზ.: Dzagnidze, O. (2004) Some new results on the continuity and differentiability of functions of several real variables. Proc. A. Razmadze Math. Inst. 134, 138 pp., ISSN 1512-0007;  ძაგნიძე, ო. (2010) ნამდვილ ცვლადთა ფუნქციების უწყვეტობა და დიფერენცირებადობა (სახელმძღვანელო მაგისტრანტებისთვის და დოქტორანტებისთვის), თსუ გამომცემლობა, 496 გვ. ISBN 9789941131462; ძაგნიძე, ო. (2015) (გაფართოებული გამოცემა 2024) ფურიეს მწკრივები, თსუ გამომცემლობა,  XII+268 გვ.;   XIV+380 გვ., ISBN 9789941134128.