ძაგანია მაია ავთანდილის ასული (16.XI.1959, თბილისი), ქიმიკოსი, ტექნოლოგი. დაამთავრა სპი–ის ქიმ. ტექნოლ. ფაკ-ტი არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლ. სპეციალობით, ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით (1982). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მყარი სარჩულის ბუნების გავლენა თხევადკრისტალური უძრავი ფაზის ქრომატოგრაფიულ თვისებებზე“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1998). სხვადასხვა დროს იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის სტაბილური იზოტოპების სამეცნ. კვლევითი ინ–ტის ანალიზური ქიმიის ლაბორ. უფრ. ლაბორანტი (1978–1983); სტუ–ის დოცენტი (2002–2006); რუსთავის საერო უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2007–2010). პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1985-1999), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1999-2010). თსუ–ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზ.-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2010–დან), თსუ–ის აკად. საბჭოს წევრი (2024–დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ფიზ. ქიმია (კვლევის ფიზ.-ქიმ. მეთოდები); ცეოლითების გამოყენება სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვის მიზნით და სამშ. საქმეში. შრომები ეხება საქართველოში არსებული ცეოლითების მარაგების გამოყენებას გარემოს დაცვის მიზნით და სოფლის მეურნეობაში, რ–იც ითვალისწინებს ახ. ადსორბენტების შექმნას მავნე გამონაბოლქვებისაგან ატმ. ჰაერის დასაცავად და ნავთობით დაბინძურებული ნიადაგების გასუფთავებისათვის, აგრეთვე ახ. ეკოლოგიურად უსაფრთხო პროლონგირებული მოქმედების სუბსტრატების მიღებას. თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების რეიტინგულ ჟურნალებში:„Adsorptive removal study of the frequently used fluoroquinolone antibiotics - Moxifloxacin and norfloxacin from wastewaters using natural zeolites“ (Mediterranean Journal of Chemistry, 2019, 9(2)); ,,Effect of clinoptilolite acid activation on ceftriaxone sorption from wastewaters“ (Research Journal of Chemistry and Environment, 2021, 25(5)); „Removal of Some Frequently Used Antibiotics from Wastewaters Using the Natural Zeolite Adsorption Method Combined with Analytical HPLC Procedures: Pollutant Removal from Wastewater“ (Environmental Technology and Sustainability Physical Chemical and Biological Technologies for Environmental Protection, 2024). მონაწილეობს ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში: „Variations of the parameters of PbSe nanolayers with change of their technology“ (IOP Conference Series: Materials Science and Engineering, 2015, 77(1)); Conference Paper „Analysis of the conditions of deformation's formation in lead selenide nanolayers“ (IOP Conference Series: Materials Science and Engineering, 2019, 503(1)). ძირითადი მონაწილეა ეროვ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის: „ბუნებრივი ცეოლითები ჩამდინარე წყლების ანტიბიოტიკებისაგან გაწმენდის ადსორბციულ პროცესში“.