ძაძუა ჯემალ მამიას ძე
ძაძუა ჯემალ მამიას ძე

ძაძუა ჯემალ მამიას ძე (15.V.1939, თბილ. – 2. IX. 2019, თბილ.), ჰიდროლოგი, გეოგრაფი, პედაგოგი. დაამთავრა თბილ. ტოპოგრაფიული ტექნიკუმი (1957). იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის გეოდეზიის, აეროგეოდეზიისა და კარტოგრაფიის ინ-ტში. შემდეგ სწავლობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე ეკონ. და სოც. გეოგრ. სპეციალობით (1962-1965). სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა თსუ-ის ხმელეთის ჰიდროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე (1961-დან), ხმელეთის ჰიდროლ. და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე ჯერ კარტოგრაფად, უფრ. ლაბორანტად და შემდეგ უფრ. მასწავლებლად (1995-დან). შემდეგ მუშაობა გააგრძელა „საქქალაქმშენ სახპროექტის“ ინ-ტში რაიონული დაგეგმარების განყ-ბაში ჯგუფის ხელმძღვანელად (1968-1972), სადაც მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულ იქნა ტექნიკურ-ეკონ. დასაბუთება „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლი სსაკურორტო მეურნეობის განვითარების პერსპექტივები 1980-2000 წლისათვის“. აღნიშნული შრომა შემდეგ დამტკიცებულ იქნა როგორც საკვალიფიკაციო თემა. ძ.ჯ-მ მუშაობა განაგრძო თსუ-ში ხმელეთის ჰიდროლოგიის, კლიმატოლ. და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე (1972-დან), შემდეგ საქართვ. გეოგრ. კათედრაზე უფრ. მასწავლებლად (1998-დან). ამასთან ასრულებდა საერთაშ. ბიზნესის ფაკ-ტზე დეკანის მოადგილის მოვალეობას სასწ. მუშაობის დარგში. ძ.ჯ.-ს გამოქვეყნებულია ქვს 22 სამეცნ. ნაშრომი, რ–შიც განხილულია საქართვ. შავი ზღვის სანაპირო ზოლის რეკრეაციული მეურნეობის განვითარების ძირითადი საკითხები. მას კარტოგრაფიულად გაფორმებული აქვს 15 სახელმძღვანელო გეოგრ.-ში, ეთნოგრაფიაში, არქეოლოგიაში, ხმელეთის ჰიდროლოგიაში, ისტორიასა და საქართვ. ნიადაგებში.

თხზ.: ძაძუა, ჯ. (2003). საკურორტო მეურნეობის განვითარების ისტორიულ-გეოგრაფიული ასპექტები ევროპის რიგ ქვეყნებსა და საქართველოში. ჟ.: საქართვ. გეოგრ., თბ., N2, გვ.42-46; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 291, ISBN 9992806982; ძაძუა, ჯ. (2004). თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები და საქართველოს ბუნებრივ-რეკრაციული პოტენციალის მდგრადი გამოყენების გზები (შავი ზღვის მაგალითზე. საერთაშ. ბიზნესი: საერთაშ. საუნ-ტო სამეცნ. შრომების კრებული N3-4, თბ., ტ. 2, გვ.25-32; ძაძუა, ჯ. ტურიზმის ექსტრემალური სახეობები და მისი განვითარების გზები საქართველოში.
ჟ.: საქართვ. გეოგრ., თბ. N 6-7. გვ. 45-51.