-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
დვალიშვილი რევაზ ვალერიანის ძე (30.III.1928, ქუთაისი-06.V.1987, თბილ.) ქართვ. ჟურნალისტი, საქართვ. დამსახურებული ჟურნალისტი. დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკ-ტი (1950); მოსკოვის უმაღლ. პარტსკოლა (1967); მუშაობდა: გაზეთ "ნორჩი ლენინელის"(1954-1957) და გაზეთ "თბილისის" ლიტმუშაკად (1957-1960), გაზეთ "კომუნისტის" განყ-ების გამგედ(1961-1965, 1967-1968, 1983-1987), იყო საქართვ. ტელევიზიის პროპაგანდის რედაქციის მთ. რედაქტორი (1968-1972); ტელევიზიის პროგრამების რედაქციის დირექტორი (1980-1982); სოციოლოგიური კვლევისა და სამეცნ. პროგრამების მთ. რედაქციის მთ. რედაქტორი (1980-1983); გაზეთ "სახალხო განათლების" რედაქტორი (1987). დ.რ. ცნობილი იყო, როგორც ჟურნალისტი და აკად. მასწავლებელი (დოცენტი). მის სახელს უკავშირდება სოც-ის ლაბორ. მართვის პირველი ფუნქცია ჟურნალისტიკის ფაკ-ტზე. ლაბორატორია იყო ერთ-ერთი პირველი აკად. ერთეული, რ-იც ჟურნალიტიკის სოც. მიდგომების ინსტრუმენტალიზაციას ახორციელებდა. დ.რ. აქტიურად მუშაობდა მედიის სოც. ფუნქციების, აუდიტორიის ქცევის, პროფ. იდენტობისა და ჟურნალისტიკის საზოგადოებრივ როლთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლაზე. მისი ხელმძღვანელობით ლაბ-ში ჩატარდა პირველი სისტემური პრესკვლევები, სტუდენტების მიერ განხორციელებული საველე კვლევები და პრესის შინაარსობრივი ანალიზის სტრუქტურირებული ექსპერიმენტები. დ.რ.-ს აკად. და პედ. მუშაობა მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჟურნალისტიკის კვლევითი კულტურის ჩამოყალიბებაში. მან დააფუძნა მეთოდოლოგიური მიდგომები და ხელი შეუწყო მედიის მეცნიერების შესწავლის პოპულარიზაციას უნ–ტში. დ.რ. არის პიესების – "იკარუსის მოსვლამდე" და "ჩვენს პატარა სავარძელში" ავტორი.
თხზ.: დვალიშვილი, რ. (1976). ტელევიზიის ხელოვნება. გამ-ბა ხელოვნება.