-
ავტორი
- კატეგორიები: საქონელმცოდნე
დვალიშვილი ლია ჯუმბერის ასული (21.I.1970, ვანი), საქონელმცოდნე, მეცნიერ თანამშრომელი, დაამთავრა თსუ–ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი (1993) და საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის ასპირანტურა (1997). იყო თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის ლაბორანტი (1997-2002), უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (2002-2006), მდივანი (2006-2009) და მეცნიერ თანამშრომელი (2009-დან). გავლილი აქვს შემდეგი კურსები და მიღებული აქვს სერტიფიკატები:თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის კომპიუტერის სასწ. ცენტრი (2009); ტრენინგებისა და დასაქმების ცენტრი, ბიზნეს სისტემა, მიღებული აქვს ინგლ. ენის B2 კატეგორიის სერტიფიკატი (2016). შვიდწლიანი პროგრამების ფარგლებში: ევროინტეგრაცია და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პრობლემები საქართველოში (2015-2021) და საქართვ. ეკონ., სოც. და ეკოლ. უსაფრთხოების სტრატეგია (2022-2028), მონაწილეობდა განსაზღვრული პრობლემების მიხედვით წლ. თემების შესრულებაში. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სტ.
თხზ.:დვალიშვილი, ლ. (2000). დასაქმების საკითხისათვის საქართველოს მრეწველობაში. ეკონომიკა, №5-6; დვალიშვილი, ლ. (2004). ეკონომიკური რეფორმა და შრომითი რესურსების დასაქმების პრობლემები საქართველოს მრეწველობაში. ეკონომიკა, №11-12; დვალიშვილი, ლ. (2024). ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და დაბინძურება საქართველოში. ეკონომისტი, №2. თბ., პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტის გამ-ბა; დვალიშვილი, ლ. (2024). ატმოსფერული ჰაერის დაცვა - ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი“ კრებულში: მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები. საქართვ. ეკონომისტთა VI ეროვნ. სამეცნ. კონფერენცია. ქუთაისი, 13 სექტემბერი. ა. წერეთლის სახელმწ. უნ-ტი, ISBN 978-99940-52-18-9.