დვალიშვილი გივი ერასტის ძე
დვალიშვილი გივი ერასტის ძე

დვალიშვილი გივი ერასტის ძე (20. IX.1929, თბილისი-03.XII.1999.), ჟურნალისტი, კინოსცენარისტი. საქართვ. ხელოვნების დამსახ. მოღვაწე (1979).  დ. გ. დაამთავრა თსუ-ის  ფილოლ. ფაკ.-ტი (1953). იგი იყო საქართვ. სახტელერადიო კომიტეტის ლიტ.-დრამ.  გადაცემათა მთ. რედ. (1954-1968); კინოსტუდია "ქართული ფილმის" მთ. რედ. (1968-1979); საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი (1979-1995). დ. გ.  ავტორია რამდენიმე სცენარისა სატელევიზიო და დოკუმენტური ფილმებისათვის, მათ შორის აღსანიშნავია: "მინდვრის ყვავილი" (1974); "მადლი მიწისა" (1982); ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც; ქართ. ენაზე თარგმნიდა მხატვრული ფილმების სადუბლიაჟო ტექსტს; ჟურ.-გაზ.  აქვეყნებდა კრიტ.  წერილებს კინოს შესახებ.

ლიტ.: დვალიშვილი გივი ერასტის ძე. საქართველო:  ენციკლოპედია. (2012).  ტ.2., გვ. 393.