დვალიშვილი ბადრი პავლეს ძე
დვალიშვილი ბადრი პავლეს ძე

დვალიშვილი ბადრი პავლეს ძე (15.V.1950,  თბილისი), მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1995), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1994). დაამთავრა თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1972), იყო თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასპირანტი (1972-75); მუშაობა დაიწყო ამავე კათედრაზე ასისტენტად (1976-84); არის ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1978). მიწვეული იყო სამეცნ.  სტაჟირებით საფრანგეთის უნ-ტში (პარიზი, სორბონა, 1982); მუშაობდა თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის დოცენტად (1984-1995) და  პროფესორად (1995-დან). საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ–ტის მიწვეულ პროფესორად (2009-2011); მისი სამეცნ. კვლევის ძირითადი სფეროა ტოპოლოგია. კერძოდ იგი იკვლევს ბიტოპოლოგიურ სივრცეებს და მის გამოყენებებს. ამ მიმართულებით აღსანიშნავია მისი 4 მონოგრაფია და პუბლიკაციები:

თხზ.: Dvalishvili, B. (2002). Bitopological and Algebraic Structures in the Context of Baire-Type Properties and Generalized Boolean Algebras, J. Math. Sci., (New York) 111, o.1., 3227-3338. (მონოგრაფია); Dvalishvili, B. (2005). Ceneralized Lattices, Nova Science Publishers, Inc., New York, (მონოგრაფია); Dvalishvili, B. (2005). Bitopological Spaces: Theory, Relations with Generalized Algebraic Structures, and Applications. North Holland Math. Studies, 199 Elsevier Science B.V., Amsterdam (მონოგრაფია).