დვალაშვილი გიორგი ბუხუტის ძე
დვალაშვილი გიორგი ბუხუტის ძე

დვალაშვილი გიორგი ბუხუტის ძე (11.VII.1976, ჭიათურა), გეოგრაფი, გეომორფოლოგი, პედაგოგი, გეოგრ. აკად. დოქტორი (2005), ჭიათურის საპატიო მოქალაქე (2018). დაამთავრა თსუ გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის მაგისტრატურა გეომორფოლოგია-გეოეკოლ. მაგისტრის აკად. ხარისხით (1999), ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის ასპირანტურა გეომორფოლოგია და ევოლუციური გეოგრ. სპეციალობით (2002). დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზემო იმერეთის რელიეფის ანთროპოგენური ტრანსფორმაცია“ (2005). მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიისა და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყ.-ის გამგედ (2006-2009), გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების, უფროსი მეცნ.-თანამშრომლად (2009-2014). ამჟამად მუშაობს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის გეოგრ. დეპარტ-ის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფ.-ად (2009-დან). მონაწილეობს საქართვ. სხვადასხვა რეგიონსა და მოსაზღვრე ქვეყნების შემსწავლელ სამეცნ. ექსპედიციებში (1999-დან). იყო თსუ-ის გეოგრ-გეოლ. ფაკ-ტის სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე (1999-2001), ალექსანდრე ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრ. საზ-ბის ახალგაზრდული სექციის ხელმძ. (2001-2006). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თსუ-ში (2014-დან). გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნ. ნაშრომი. თსუ-ის სტუდენტური პროექტის ფარგლებში მონაწილეობდა 12 სამეცნ. პროექტში და სტუდენტებთან ერთად გამოაქვეყნა ნაშრომები საქართვ. სხვადასხვა მუნიციპ.-ების შესახებ (2015-2025).

თხზ.: დვალაშვილი, გიორგი. (2011). თურქეთი: გეოგრაფია, კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN 9789941172434; დვალაშვილი, გ. (თანაავტორი) (2013). ზოგადი დედამიწისმცოდნეობა: (სალექციო კურსი). უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941132872;  დვალაშვილი, გ. (თანაავტორი). საქართველო-ბუნება. თბ., გამომც. პალიტრა L, ISBN 9789941198977; დვალაშვილი, გიორგი. (2016). მდინარე რიონის აუზი: ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლები.  უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941134838; დვალაშვილი, გიორგი. (2017). საქართველოს ბუნების 100 საოცრება თბ., გამომც. კლიო, ISBN 9789941441622; დვალაშვილი, გიორგი. (2017). იმერეთის 100 ძეგლი. თბ., გამომც. კლიო, ISBN 9789941496370; დვალაშვილი, გ. (თანაავტორი). (2025). კომპლექსურ-გეოგრაფიული პრაქტიკა: (ძირითადი მარშრუტების აღწერა – სა­ქა­რ­თ­ველო): საველე სახელმძღვანელო. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN 9789941521447.