დურგლიშვილი არჩილ ზურაბის ძე
დურგლიშვილი არჩილ ზურაბის ძე

დურგლიშვილი არჩილ ზურაბის ძე (09.XII.1990, რუსთავი), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების საბაკალავრო (2011),  სამაგისტრო (2013) და სადოქტორო (2020) პროგრამები. ფიზიკის მეცნ. აკად. დოქტორის ხარისხი მიენიჭა სადისერტაციო ნაშრომზე:„არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით მიმდინარე ტოპ-კვარკის იშვიათი დაშლების ძიება და ადრონული ტაილ-კალორიმეტრის მახასიათებლების ოპტიმიზაცია ATLAS ექსპერიმენტში“ (2020). დ. ა. დღემდე მუშაობს თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში, უფრ. მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე (2013-დან) და საქართვ. უნ-ტის ვ. სანაძის სახ. ფიზიკის ინ-ტში მკვლევარის თანამდებობაზე (2023-დან). დ. ა. არის ბირთვული კვლევების ევრ. ორგანიზაციის (CERN, ჟენევა, შვეიცარია) დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე მიმდინარე ATLAS (A Toroidal LHC ApparatuS) საერთაშ. თანამშრომლობის მონაწილე (2013-დან). მის სამეცნ. საქმიანობას წარმოადგენს ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. ATLAS ექსპერიმენტში იკავებს ადრონული კალორიმეტრის მონაცემთა მომზადებისა და დეტექტორის წარმადობის კოორდინატორის თანამდებობას (2025-დან). მონაწილეობს სხვადასხვა ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებასა და საგრანტო პროექტში. დ. ა. არის 1000-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში:,,Operation and performance of the ATLAS tile calorimeter in LHC Run 2" (Eur. Phys. J. C, 84, 2024); ,,Search for flavor-changing neutral-current couplings between the top quark and the Z boson with proton–proton collisions at √s = 13 TeV with the ATLAS detector"  (Phys. Rev. D, 108, 2023); ,,Search for flavour-changing neutral current top-quark decays t → qZ in proton–proton collisions at √s = 13 TeV with the ATLAS detector" (Journal of High Energy Physics 07, 2018). დ. ა. არის შ. რუსთაველის სახ. საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის” გამარჯვებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (2023).