-
ავტორი
- კატეგორიები: ბიზანტიოლოგი საპატიო დოქტორი
დურა ნიკოლაე (Dura Nicolae, 09.VIII.1945, რუმინეთი), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კონსტანცის ოვიდიუსის სახ. უნ-ტის პროფესორს, რუმინეთის მეცნ. აკადემიის წ.-კორ. მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (26.01.2015).
დ. ნ.-მ წარმატებით დაასრულა ბუქარესტის საღვთისმეტყველო უნ-ტი ბიზანტიოლოგიის სპეციალობით (1965-1969) და იქვე განაგრძო დოქტორანტურაში სწავლა საეკლ. სამართ. განხრით (1969-1971). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ეთიოპიის ეკლესიის ორგანიზაცია და მისი კანონიკური ფონდები“ (1981).
დ. ნ. ბუქარესტის საღვთისმეტყველო სემინარიაში უძღვებოდა ლექციებს (1969-1971). ადის-აბებას უნ-ტში სწავლობდა თეოლ. და იურისპრუდენციას (1971-1974). იგი ცენტრ. საეკლ. ჟურნალის კორექტორი იყო (1974-1976).
დ. ნ. ბუქარესტის უნ-ტის თეოლოგიის ფაკ-ტზე დოქტორანტთა კოორდინატორის თანამდებობას იკავებდა (1986). იგი კონსტანტას ოვიდიუსის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე იყო განათლებისა და კვლევის სფეროში (2004-2008), შემდეგ კი ოვიდიუსის უნ-ტის უცხოელი სტუდენტებისა და უნივერსიტეტთაშორისი კავშირების პრორექტორად აირჩიეს (12.03.2008).
მეცნიერი წლების განმავლობაში ევროპის სხვადასხვა საუნივერსიტეტო ცენტრში - პარიზში, ტულუზაში, სალონიკში, ბრიუსელში, ლონდონში, ოქსფორდში, - ეძიებს და იკვლევს სპეციალურ დოკუმენტაციას.