დუნდუა ლიდა კონსტანტინეს ასული
დუნდუა ლიდა კონსტანტინეს ასული

დუნდუა ლიდა კონსტანტინეს ასული (12.VII.1923, სოფ. მარანი, აბაშის მუნიციპალიტეტი-2020, თბილისი), ინჟინერ-ეკონომისტი, დოცენტი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით (1966-1972); მუშაობდა: საამქროს ოსტატად; სტატისტიკოსად; ინჟინერ-ტექნოლოგად (1952-1973); თსუ-ის საინჟ.-ეკონ.  ფაკ-ტის სოციალ. წარმოების ორგანიზაციის, მართვისა  და  დაგეგმვის კათედრის უფრ.  მეცნიერ-თანამშრომლად,  შემდეგ  მასწავლებლად (1974-2006). დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია: „Специализация производства и пути ее соввершенствования в машиностроительной промышленности Грузинской ССР“ (1987) და  მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ., შემდეგ კი დოცენტის  წოდება (1989). დ. ლ.-ს საქართვ. დავით აღმაშენებლის სახ.  უნ-ტის სამეცნ. საბჭოს  დადგენილებით, მიენიჭა  ტექნ. და სპეცდისციპლინების კათედრის  პროფესორის სამეცნ. წოდება (1996). იგი ავტორი და თანაავტორია სამეცნ. ნაშრომებისა: „სულფგიდრილური ჯგუფების განაწილება სხვადასხვა სახის პათოლოგიური პროცესების დროს“ (საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე, 1968, N2, ტ.51); „შრომის მეცნიერული ორგანიზაციის თანამედროვე ამოცანები“ (მეცნიერება და ტექნიკა, 1979, N2); „ტრანსპორტის განვითარების თანამედროვე საკითხები“ (მეცნიერება და ტექნიკა,1980, N3); „წარმოების სპეციალიზაცია და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი“ (მეცნიერება და ტექნიკა, 1980, N2); „საქართველოს მანქანათმშენებლობის განვითარება“ (მეცნიერება და ტექნიკა, 1980, N9); „ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდები და ტრანსპორტი“ (მეცნიერება და ტექნიკა, 1981, N11); „რკინიგზის ტრანსპორტის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების ამოცანები“ (ეკონომისტი, 1983, N3); „კაპიტალური მშენებლობის ეფექტიანი  ფუნქციონირებისათვის.ეკონომისტი“ (1990, N9); „შრომის  ნორმირების დასავლური  მოდელი“ (მაკრო მიკრო ეკონომიკა, 1999, N7-8); „ფინანსური ინსტიტუტის მიერ გასაფორმებელი სესხის ხელშკრულების ძირითადი თავისებურებები“ (ქართული რეფერატული ჟურნალი, 2022, N 27).

თხზ: დუნდუა, ლ. (1984). ლექციების კურსი ტრანსპორტის ეკონომიკაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა.