-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი კიბერნეტიკოსი
დუნდუა დიმიტრი გიორგის ძე (20.I.1949 სოფ. მარანი, აბაშის მუნიციპალიტეტი -30.I.2014 ქ. თბილ.), დაამთავრა თსუ–ის წარჩინებით სპეციალობით კიბერნეტ. და მიენიჭა ფიზ.-კიბერნეტ. კვალიფიკაცია (1971). გაიარა სტაჟირება სსრკ მეცნ. აკად. ვ. ა. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის მათ. სტატისტიკის განყ-ბაში (1977-1978). იყო: თსუ–ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის მართვადი შემთხვევითი პროცესების განყ-ბაში (1971); თბილ. სამედ. ინ-ტის ცენტრალური სამედ. კვლევითი ლაბორატ. ბიოპროცესთა მოდელირებისა და ანალიზის სექტორში ინჟინერ-კიბერნეტიკოსი (1972-1973); საქ. მეცნ. აკად. ეკონომ. და სამართლ. ინ–ტის. მათ. სტატისტიკის სექტორის უმცრ. მეცნ. თანამშრომელი(1974-1990); თსუ–ის ალბათურ-სტატისტ. მეთოდების ს/კ ლაბორატ.(1990-2002). მისი სამეცნ. შრომები ეხება სიხშირეთა სპექტრის ასიმპტოტური განაწილების პრობლემატიკას მცირე შერჩევებში დაახლოებადი ჰიპოთეზებისათვის, გენერალური ერთობლიობის განაწილების შეუცვლელობის შემოწმებას, ერთობლივი სპექტრის განაწილების კონტიგუალობის პირობებს, სტატისტ. ერთგვაროვნების შემოწმებას. სამეცნ. მუშაობის პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ–ის ბიოლოგიის ფაკ–ტზე, კითხულობდა ლექციების კურსს ბიომეტრიაში (1974-1975). მან მოამზადა საკანდიდატო დისერტაცია, მაგრამ ხარისხი არ დაუცავს სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო. მონაწილეობდა საინგილოს ქართ. მოსახლეობაში ქრისტ. სარწმუნოების განმტკიცებისა და სკოლებში სწავლების დონის ამაღლების საქმეში (1980). დაარსა საეკლ. გაზეთი “ფენიქსი”, რ–იც უსასყიდლოდ ურიგდებოდა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს (1992). ის იყო საქართვ. გარეთ მცხოვრებ ქართველთა შორის კულტურული ტრადიციების მოძიებისა და თანადგომის კავშირი „ლაზარე“-ს თავმჯდ. (2002-2014); ქართ. ხალხ. თამაშებისა და სპორტის ეროვნ. სახეობების ასოციაციის პრეზიდენტი (2005 - 2014); დუნდუების და დონდუების საგვარეულო კავშირის დამაარსებელი და წინამძღოლი (2010-2014). მან გადაიღო ფილმი "ქურმუხობა", რ–იც მოგვითხრობს წმ. გიორგის დღესასწაულის შესახებ, რ–იც წელიწადში ორჯერ იმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კახის რაიონში, ისტორიულ ჰერეთში, საინგილოში. მან გამოსცა წიგნი “მცირე სასაუბრო ლექსიკონი” (შედგენილი სულხან-საბას “სიტყვის კონის” მიხედვით), რ–იც ნაკარნახევი იყო უცხოეთში (ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვა) ქართველების საჭიროებებით (2010).