- კატეგორიები: მათემატიკოსი
დუდუჩავა როლანდ (12.X.1945, თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი, პროფესორი, მეცნ. დოქტორი, მათ. ფიზ. და გამოყენებითი მათ. სფეროში საერთაშ. აღიარების მქონე მკვლევარი. მისი სამეცნიერო კარიერა მოიცავს მრავალწლიან საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ აკადემიურ და სამეცნიერო დაწესებულებებში. დ. რ.-მა დაამთავრა სოხუმის მე-5 საშ. სკოლა (1948), თსუ მექან.-მათ. ფაკ-ტი (1968). ჩაირიცხა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურაში (1968), საიდანაც აკად. ბორის ხვედელიძის თაოსნობით გაიგზავნა მოლდავეთში, პროფ. იზრაელ გოჰბერგთან. მან წარმატებით დაიცვა საკანდ. დისერტაცია ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში და დაიწყო მუშაობა ამავე ინ-ტში (1971), სადაც დღემდე ხელმძღვანელობს მათ. ფიზ. გან-ბას (1995-დან). დაიცვა დისერტაცია მეცნ. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად მოსკოვში, მ. ლომონოსოვის სახ. უნ-ტში (1983), ხოლო შემდეგ მიენიჭა პროფესორის წოდება (1989). დოცენტი საათობრივ ანაზღაურებაზე თსუ-ის გამოყენებითი მათ. და მექან.-მათ. ფაკ-ტებზე (1973-1987, წყვეტებით), თსუ-ის მოწვეული პროფესორი 1/4 და ½ შტატზე (1987-2004, 2009-2012), სრული პროფესირი (2009-2012). ევრო-კავკ. ქართულ-გერმანული უნ-ტის (თბილისი) სრული პროფესორი, პროგრამების ხელმძღ. გამოყენებით მათ. (2007-2009), საქართვ. უნ-ტის პროფესორი, პროგრამების ხელმძღ. (2016 წლიდან), საქართვ. უნ-ტის ვ. კუპრაძის სახ. მათ. ინ-ტის დირექტორი (2019 წლიდან). დ. რ. მიწვეული პროფესორის სტატუსით მუშაობდა გერმანიის წამყვან უნ-ტებში (1993-2007): ჰუმბოლდტის უნ-ტში (1 სემესტრი), ბერლინი (1993-1994); შტუტგარტის უნ-ტში (1 სემესტრი), შტუტგარტი (2001-2002), გერმანიის სამეც. საზ-ბის (DFG) საპატიო პროფესორი-მერკატორი, ლექციები საარლანდის უნ-ტში (2 სემესტრი), საარბრიუკენი, გერმანია (X.2002-I.2004), დიფერენციალური გეომ. კათედრის გამგის მ/შ (5 სემესტრი), საარლანდის უნ-ტი, საარბრიუკენი, გერმანია (2004-2007). მუშაობდა სამეცნ. კონტრაქტით გერმ. აეროკოსმოსურ ფირმაში „დორნიე“ (Dornier, Daimler-Chrysler Aerospace) (200-2002). სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა უნ-ტებთან საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, ჩინეთში, ავსტრალიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, რუსეთსა და გერმანიაში. დ. რ. არის ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიანტი - დარმშტადტის ტექ. უნ-ტი - ჯამურად 2 წლის განმავლობაში (1979-1989). დ. რ.-ს მიენიჭა გერმ. სამეცნ. საზ-ბის DFG პროფესორ-მერკატორის წოდება და კითხულობდა ლექციებს 1 წლის განმავლობაში საარბრიუკენის უნ-ტში (2002). მიღებული აქვს 6 ადგილობრივი და 29 საერთაშ. გრანტი. დ. რ.-ს კვლევები მოიცავს: სასაზღვრო ამოცანებს კერძოწარმოებულიანი დიფერენცირებული განტოლებებისათვის; ფსევდოდიფერენციალური განტოლებებს; სინგულარულ და კონვოლუციის ტიპის ინტეგრალურ განტოლებებს; ინტეგრო-დიფერენციალურ განტოლებებს ლის ჯგუფებზე და ქვემონოიდებზე; დრეკადობის თეორიას (ბზარების ამოცანები, გარსების თეორია); ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელებას; ბოლცმანის არაწრფივ განტოლებებს; განტოლებათა მიახლოებითი ამოხსნის ამოცანებს. მისი 130-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი და 5 მომოგრაფია გამოქვეყნებულია საერთაშ. რეფერირებად ჟურნალებში და ფართოდ ციტირებულია მათემატიკისა და ფიზიკის სფეროში. მისი ხელძღვანელობით საქართველოში დაცულია 10 სადოქტორო დისერტაცია, ხოლო საზღვარგარეთ მისი კონსულტაციით და მონაწილეობით დაცულია 2 PhD დისერტაცია. დ. რ. იყო საქართვ. მათ. კავშირის პრეზიდენტი (1997-2001, 2009-2017). მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულია 20-ზე მეტი საერთაშ. სამეცნ. ვორკშოფი და კონფერენცია, არის სმკ ბათუმის კონფერენციების დამაარსებელი და და კავკასიელ მათემატიკოსთა კონფერენციის თანადამაარსებელი. რ.დ. არის 3 საერთაშ. კონფერენციის მმართველი საბჭოს წევრი, აგრეთვე შემდეგი საერთაშ. მათ. ჟურნალების რედკოლეგიის წევრი: Integral Equations and Operator Thery (Birkhauser, Basel) Georgian Mathematical Journal (De Gruyter), Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics, Journal of Applied Mathematics & Bioinformatics (International Scientific Press), Tbilisi Mathematical Journal, Georgian International Journal of Science and Technology (Nova Science Publishers).
თხზ.: Duduchava, R., Silbermann, B. (2000). Boundary Value Problems in Domains with Peaks. Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics 21, 121 pp., ISSN 1512-0015; Buchukuri, T., Chkadua, O., Duduchava, R., Natroshvili, D. (2012). Interface crack problems for metallic-piezoelectric composite structures. Mem. Differential Equations Math. Phys. 55 , 150 pp., ISSN 1512-0015; Buchukuri, T., Duduchava, R. (2020). Thin Shells with Lipschitz Boundary. Mem. Differential Equations Math. Phys. 80, 170 pp., ISSN: ISSN 1512-0015.